ტესტები


1.    დააჯგუფეთ სიტყვები დასმული კითხვების შესაბამისად

ნიკა  საქართველო  მოქალაქე   ბურთი    თბილისი   ძაღლი ქალაქი  მოსწავლე სტუდენტი   არტური  მეგობარი  აზიზი  ქვეყანა   ლექტორი   წიგნი კატა

ვინ?
რა?






2.      დააჯგუფეთ სიტყვები:

დედა  საქართველო  ლექტორი     ჩიტი   ბურთი    თბილისი   ძაღლი ქალაქი  მოსწავლე სტუდენტი   არტური  მეგობარი  ტელევიზორი  ქვეყანა   წიგნი

სულიერი
უსულო






3. ჩასვით სათანადო ფორმააქვს  ან  ჰყავს:
მას .................... ბევრი წიგნი.
მას ...................... კარგი მასწავლებელი.
მას ...................... დიდი ბურთი.
მას ...................... ცოტა დრო.

4.    გახაზეთ ზედმეტი სიტყვა:  
აფთიაქი                    მოსწავლე                  მასწავლებელი                     სკოლა
ლექტორი                  ლექცია                      სტუდენტი               სტადიონი

5.    დაუკავშირეთ  ისრებით ერთმანეთს სიტყვები:
მასწავლებელი                                 შვილი
ლექტორი                                          მოსწავლე   
მშობელი                                           ძმა  
და                                                       სტუდენტი

6.    მონიშნეთ ×–ით, როდის დაესმის წინადადებას კითხვა სად?
    – სახლიდან მოვდივარ.
    –15 წლის ვარ.
    – ქუთაისში მივდივარ.
    _გაკვეთილებს ვამზადებ.

7.    მონიშნეთ ×–ით, როდის დაესმის წინადადებას კითხვა საიდან?
_ მე გიორგი ვარ.
– მე ნინოწმინდიდან ვარ.
– მე 16 წლის ვარ.
–თბილისიდან მოვდივარ.


8.    ხაზი გაუსვით –ში თანდებულიან სიტყვებს და ამოიწერეთ:
მე ვცხოვრობ თბილისში, მთაწმინდის რაიონში. 
დავიბადე და გავიზარდე სკრაში, ჩემი სოფელი გორის რაიონშია. ჩამოვედი  და ვცხოვრობ თბილისში,   კრწანისის რაიონში. 
ვსწავლობ  უნივერსიტეტში. დავიბადე ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში და გავიზარდე ნინოწმინდაში,
ჩამოვედი  და ვცხოვრობ თბილისში,  ისნის რაიონში. 
დავიბადე და გავიზარდე ქვემო ქართლში, დმანისში, ვცხოვრობ კრწანისის რაიონში, ორთაჭალაში.


9.    ხაზი გაუსვით –იდან, –მდე თანდებულიან სიტყვებს და ამოიწერეთ:
_მე კახელი ვარ. თელავიდან. შენ?
_მე ქართლელი ვარ, გორიდან.
_საბურთალომდე შორია.
_სახლამდე მიაცილა.

–იდან                   –მდე

10.  წაიკითხეთ ტექსტი:
მე ბევრი მეგობარი მყავს. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან აჩი და ანა. ჩვენ ერთ ეზოში ვცხოვრობთ, ერთად ვთამაშობთ, ერთად დავდივართ სკოლაში. ჩვენ ერთ კლასში ვართ.
წინა კვირას ჩვენი სახლის წინ ფეხბურთის მოედანი გააკეთეს. ბავშვებს ძალიან გაგვიხარდა, უბედნიერესები ვიყავით: ახლა ეზოში ფეხბურთის გუნდი გვყავს. მე და აჩი ამ გუნდში ვართ. ანა არ არის ამ გუნდში, ამ გუნდში მხოლოდ ბიჭები ვთამაშობთ.
დღეს თამაში გვაქვს. თამაში საღამოს შვიდ საათზე იწყება. დღეს დილიდან წვიმს. ჩვენ დილით ვივარჯიშეთ და ახლა ვისვენებთ.
მე ახლა ფანჯარასთან ვდგავარ, ვიყურები გარეთ და ვფიქრობ. ისევ წვიმს. გამვლელები ქოლგებით დადიან. ძალიან ცუდი ამინდია.
მე არ მიყვარს წვიმაში თამაში, არავის არ უყვარს წვიმაში თამაში. არც მაყურებელს მოსწონს ასეთ ამინდში სველ მოედანზე ჯდომა. დღეს წვიმამ თუ არ გადაიღო, ალბათ არავინ მოვა სტადიონზე...
თამაშის დაწყებამდე სამი საათი რჩება. მოედანი ცარიელია. ყველა თავის სახლშია თბილად და იქ უყურებს ტელევიზორს ან კითხულობს წიგნს. ჩემი კლასელები ალბათ არ მოვლენ ფეხბურთზე. არც ანა მოვა.
თამაშის დაწყებამდე ერთი საათი დარჩა. ისევ წვიმს, ძალიან წვიმს. ცუდი ამინდია.
სტადიონი სველია. ჩვენ სტადიონზე მივდივართ. ვემზადებით მატჩისთვის.
ტრიბუნებიც ივსება. მაყურებლები მოდიან და სხდებიან. ჩვენი მეგობრები უკვე მოვიდნენ. ანაც ტრიბუნაზე ზის. მე აღარ მეშინია. უკვე მომწონს წვიმაში თამაში!
თამაში დაიწყო. მოედანი სველია და სირბილი ძნელია. ჩვენ ხშირად ვეცემით მიწაზე, თამაშის დაწყებამდე ჩვენ თეთრი მაისურები გვეცვა, ახლა ჩვენი მაისურები შავია. ურთულესი ყოფილა ცუდ ამინდში თამაში.
დრო ისე გავიდა, ვერ გავიგეთ.
თამაშის ბოლოს ერთი ბურთი გავიტანეთ.
ჩვენი მეგობრები უბედნიერესები იყვნენ. ტრიბუნებზე ხტოდნენ და გვილოცავდნენ ყვირილით.
თამაში მალე დამთავრდა. ერთით ნული მოვიგეთ.
სახლებში სველები დავბრუნდით. გარეთ ისევ წვიმს. მე სახლში თბილად ვზივარ და აღარ ვფიქრობ წვიმაზე. მე ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ, მე ძალიან მიყვარს ისინი. ჩვენზე უკეთესი მეგობრები არავის ჰყავს!
 უპასუხეთ კითხვებს:
_რა უხარიათ ბავშვებს?
_რატომ არ არის ანა ფეხბურთის გუნდის წევრი?
_როგორი ამინდია?
_როდის არის თამაში?
_რა ანგარიშით დამთავრდა თამაში?
_რაზე ფიქრობს ბიჭი საღამოს?

11.  დაწერეთ მცირე ზომის მოთხრობა მეგობრების ერთგულების შესახებ.

12.  წაიკითხეთ ტექსტი:
წელიწადში ოთხი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის თვეებია: მარტი, აპრილი, მაისი. გაზაფხულზე თბილა, მზე ადრე ამოდის. მარტში თოვლი დნება და გაზაფხულის წვიმა იწყება. გაზაფხულის მოსვლა ყველას ძალიან უხარია.
ზაფხულის თვეებია: ივნისი, ივლისი, აგვისტო. ზაფხულში ძალიან ცხელა. დღე დიდია და ღამე პატარა.ყველაზე მოკლე ღამე ოცდაორი ივნისია. ყველაზე ცხელი თვე ივლისია.
შემოდგომის თვეებია: სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი. შემოდგომა გრილია, სექტემბერი და ოქტომბრის პირველი დღეები თბილია, მერე სიცივე იწყება. ნოემბრის ბოლოს უკვე ცივა.
ზამთრის თვეებია: დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. ზამთარში ცივა. თოვლი მოდის. დღე პატარაა და ღამე დიდია. მზე გვიან ამოდის და მალე ჩადის. ყველაზე გრძელი ღამე ოცდაორ დეკემბერსაა.
ახალი წელი პირველ იანვარს იწყება. იანვარი ყველას უყვარს, სახლში ნაძვის ხეს დგამენ.
ახლა ოქტომბერია. შემოდგომის მეორე თვე. გრილა. წვიმს. მალე სიცივე დაიწყება. ჩვენ თბილისში ვართ. ვსწავლობთ უნივერსიტეტში. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა ოქტომბერში იწყება. ჩვენ ახალქალაქიდან ვართ. ჩვენი მშობლები იქ ცხოვრობენ. ახალქალაქში უკვე ძალიან ცივა. იქ თოვლი წამოვიდა. ჯავახეთში ზამთარი ძალიან ცივია. გასულ ზამთარს დიდი ყინვა იყო. მომავალ თვეში ცოტა ხნით ჩავალთ ახალქალაქში. პარასკევს საღამოს წავალთ და კვირა დილით ჩამოვალთ. ახალ წელს კი დიდი ხნით წავალთ.
 უპასუხეთ კითხვებს:     
_რამდენი დროა წელიწადში? ჩამოთვალეთ.
_რომელია გაზაფხულის თვეები?
_როდის ამოდის მზე გაზაფხულზე?
_რომელია ზაფხულის თვეები? ჩამოთვალეთ.
_რომელ დღესაა ყველაზე მოკლე ღამე?
_რომელია ყველაზე ცხელი თვე?
_რომელია შემოდგომის თვეები? ჩამოთვალეთ.
_რომელია ზამთრის თვეები? ჩამოთვალეთ.
_როდის ამოდის მზე ზამთარში? როდის ჩადის?
_როდისაა ყველაზე გრძელი ღამე?
_როდის იწყება ახალი წელი?
_როდის იწყება სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
_როგორი ზამთარია ჯავახეთში?


13.  შეაერთეთ ისრებით ზმნის სათანადო ფორმები:
მე                                 იქნება                       
ჩვენ                             იქნებით        
შენ                               ვიქნები                                 
თქვენ                          იქნებიან                               
ის                                ვიქნებით                              
ისინი                          იქნები                       

14.  რომელია წარსული დროის ფორმა? მონიშნეთ ×–ით.
ვიქნებით
 ვიყავი
იყავი
იქნება
 იყვნენ
იქნებით
15.  მიუწერეთ ნათესაობითი ბრუნვის ფორმები სახელებს:  
მამა -
შემოდგომა -
ყინვა -
თვე -
მზე -
წვიმა -
დღე -
ღამე -
16.  მიუწერეთ ნათესაობითი ბრუნვის ფორმები სახელებს:
კუ -
ძუძუ -
გოგო -
ნინო -
ხბო -
17.  გადახაზეთ  ზედმეტი სიტყვა:

ლექცია          წვიმა              უნივერსიტეტი                    აუდიტორია
ორშაბათი      ხვალ              ხუთშაბათი                           კვირა
წვიმა              ოთახი            თოვლი                                  ქარი

18.  წაიკითხეთ ტექსტი
ახლა 2012 წელია, 21–ე საუკუნის მე–12 წელი. საუკუნეში ასი წელია. ყოველი ასი წლის შემდეგ ახალი საუკუნე იწყება. საუკუნის ნახევარი ორმოცდაათი წელია, ოცდახუთი წელი საუკუნის მეოთხედია.
ერთი საუკუნის დასაწყისიდან ბოლომდე ასი წელი გადის. ბევრი ამბავი ხდება ამ დროის განმავლობაში დედამიწაზე.
საუკუნეების განმავლობაში ცხოვრება იცვლება: ბევრი კარგიც ხდება და ბევრიც _ ცუდი. ეს დედამიწის ისტორიაა.
ზოგიერთ ადამიანს უყვარს ისტორია. ისინი კითხულობენ ძველ წიგნებს, დოკუმენტებს,სწავლობენ ძველ ამბებს, ისტორიულ ფაქტებს, თარიღებს. ამ ადამიანებს ისტორიკოსები ეწოდებათ.
ყველა ქვეყანას თავისი ისტორია აქვს. ყველა საუკუნეს თავისი ისტორია აქვს. სკოლებში სწავლობენ თავიანთი ქვეყნის ისტორიას, მსოფლიო ისტორიას, ძველი მსოფლიოს ისტორიას.

 უპასუხეთ კითხვებს:
_რომელი წელია ახლა?
_რომელი საუკუნეა?
_რამდენი წელია საუკუნეში?
_რამდენი წელია საუკუნის ნახევარი?
_ვინ არიან ისტორიკოსები?
_რას სწავლობენ სკოლებში?


19.   აბრუნეთ სახელები:
სახ. მოკლე ინფორმაცია
მოთხ.
მიც.
ნათ.
მოქმ.
ვით.
წოდ.
სახ. დიდი მაღაზია
მოთხ.
მიც.
ნათ.
მოქმ.
ვით.
წოდ.

20.  წაიკითხეთ ტექსტი:
მაღაზიაში
თბილისში ბევრი დიდი მაღაზიაა. ამ მაღაზიებში ბევრი ხალხი დადის. მარკეტების და სუპერმარკეტების შენობები პატარა არ არის, ეს შენობები დიდია.
სუპერმარკეტებში გრძელ თაროებზე დევს პროდუქცია. ამ თაროებზე დევს პატარა ბარათები.ბარათებზე მოკლე ინფორმაციაა ამ პროდუქტების შესახებ.
ერთ თაროზე დევს ყავა, ჩაი, კაკაო. ეს პროდუქცია სხვადასხვა ფირმისაა. მეორე თაროზე შოკოლადებია. მესამეზე კანფეტებია...
ყველა პროდუქტი სხვადასხვა ფასი ღირს. ზოგი ძვირია, ზოგი იაფია. ზოგი პროდუქტი მძიმეა, ზოგი მსუბუქია.
ზოგი ერთ კილოგრამ ჩაის ყიდულობს, ზოგი ნახევარ კილო კანფეტს იღებს. ზოგი ორას გრამ ყავას იღებს, ზოგი კი ლიტრ რძეს ყიდულობს. ფულს სალაროში იხდიან. ზოგი პროდუქტი ძალიან ძვირია, ზოგი იაფი ღირს. ერთი თავი ყველი ზოგჯერ ორ კილოს იწონის, ზოგჯერ მეტს და ზოგჯერ ნაკლებს. თუ თავი დიდია, ის მეტს იწონის და ძვირია, თუ თავი პატარაა, ის ნაკლებს იწონის და იაფია.
ზოგიერთი ადამიანი სალაროში იხდის ფულს, ზოგს კი პლასტიკური ბარათები აქვს და თავისი ანგარიშიდან იხდის.
 უპასუხეთ კითხვებს:
_არის თბილისში დიდი მაღაზიები?
_რამდენი ხალხი დადის ამ მაღაზიებში?
_რამხელა შენობებია მარკეტებისა და სუპერმარკეტებისთვის?
_სად დევს პროდუქცია სუპერმარკეტებში?
_სად წერია ინფორმაცია ამ პროდუქციის შესახებ?
_რა ღირს პროდუქტი?
_სად იხდიან ფულს?

21.შეავსეთ ცხრილი (მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი):
).


სწორია
არასწორია
თბილისში ბევრი დიდი მაღაზიაა. 


მარკეტების და სუპერმარკეტების შენობები დიდი არ არის.


სუპერმარკეტებში  გრძელ თაროებზე დევს პროდუქცია.


ერთ თაროზე დევს ყავა, ჩაი, კაკაო.


ყველა პროდუქტი ერთი ფასი ღირს.


ფულს სალაროში იხდიან.


ზოგი პროდუქტი ძალიან ძვირია, ზოგი იაფი ღირს.


ზოგიერთი ადამიანი  სალაროში იხდის ფულს.



21.  მიუწერეთ საპირისპირო სიტყვა:
ზემო              -          
ცხელი            -          
მსუბუქი        -          
ბევრი             -          
გრძელი         -          
ძვირი             -          
მეტი               -          
22.  ჩასვით წოდებით ბრუნვაში სახელები:
მაღალი          -         
იაკობი           -          
თბილისი      -          
დაბა               -          
23.  მიუწერეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა:

ზემო                       
მსუბუქი                 
გრძელი                  
ძვირი                      
მეტი                        


24.  წაიკითხეთ ტექსტი:
თბილისიდან მარტყოფამდე 15 კილომეტრია. ის ზღვის დონიდან 770 მეტრზეა. მარტყოფი დიდი სოფელია. აქ ბევრი მოსახლეა. გუგა მარტყოფში ცხოვრობს. ის ახლა თბილისშია, აქ სწავლობს, მისი მშობლები მარტყოფში არიან. მათ მარტყოფში აქვთ დიდი სახლი, სახლის უკან ბაღი აქვთ. სახლის წინ თუთის ხე დგას, ბაღში ბევრი ხეა. აქ არის ვაშლი, მსხალი და ატამი.
გუგას ოჯახს ვენახიც აქვს.სახლიდან მათ ვენახამდე ნახევარი კილომეტრია. ახლა შემოდგომაა და რთველის დროა.
შემოდგომაზე მარტყოფში რთველი აქვთ. რთველი ყურძნის კრეფას ეწოდება. დიდი და პატარა ყურძენს კრეფს. გუგა რთველის დროს ყოველთვის მარტყოფშია. ახლა მას თავის სოფელში მეგობრებიც ჰყავს. ისინიც ეხმარებიან ყურძნის მოკრეფაში. მათ ვენახში ერთი ტონა ყურძენი მოდის. ყურძენს წურავენ და ღვინოს აკეთებენ. ყურძნის ერთ ნაწილს ზამთრამდე ინახავენ და ახალი წლის სუფრაზე დებენ.
რთველის შემდეგ ყველა ისვენებს. ოჯახში სუფრა იშლება. სუფრაზე დევს: პური, მარილი, ყველი. გემრიელი საჭმელებია გაკეთებული: შემწვარი კარტოფილი, მოხარშული ქათამი, შემწვარი ხორცი _ მწვადი, გემრიელი ღვეზელები, ხაჭაპური და კიდევ ბევრი საჭმელი და სასმელი. ყველა გემრიელად მიირთმევს, დიდები სვამენ ღვინოს, პატარები სვამენ ლიმონათს და ხილის წვენს, მინერალურ წყალს.
გუგას და მის მეგობრებს თბილისში მოაქვთ ყურძენი, მსხალი, ვაშლი. მათი ჩანთები მსუბუქი არ არის, ისინი ძალიან მძიმეა.
შეასრულეთ წერითი დავალება
უპასუხეთ კითხვებს:

_რამდენი კილომეტრია თბილისიდან მარტყოფამდე?
_რამდენ მეტრზეა მარტყოფი ზღვის დონიდან?
_სად ცხოვრობს გუგა?
_სად სწავლობს გუგა?
_რა ხეებია გუგას მშობლების ბაღში?
_რა ეწოდება ყურძნის კრეფას?
_ვინ ეხმარება გუგას ყურძნის მოკრეფაში?

25.  შეავსეთ ცხრილი (მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი):


სწორია
არასწორია
თბილისიდან მარტყოფამდე 15 კილომეტრია.


მარტყოფი პატარა სოფელია.


გუგა თბილისში სწავლობს.


გუგას ოჯახს ვენახიც აქვს.


გაზაფხულზე მარტყოფში რთველი აქვთ.


რთველის შემდეგ არავინ არ ისვენებს.


დიდები სვამენ ღვინოს, პატარები სვამენ ლიმონათს და  ხილის წვენს.



26.  აუღლეთ ზმნები: ყიდულობ–ს, აკეთებ–ს.      
                
  მხოლობითი რიცხვი           მრავლობითი რიცხვი

I
(მე)
(ჩვენ)
II
(შენ)
(თქვენ)
III
(ის)
(ისინი)

                   მხოლობითი რიცხვი           მრავლობითი რიცხვი

I
(მე)
(ჩვენ)
II
(შენ)
(თქვენ)
III
(ის)
(ისინი)



27.  მე ქეთევანი ვარ. ჩემი გვარია იაძე. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მე ახლა ბათუმში ვარ, თბილისიდან ბათუმში ჩამოვედი. ამ ქალაქში ვსწავლობ.
ჩემი ოჯახი დიდია. მე მყავს დედა, მამა, ორი ძმა და ერთი და.
ჩემი ბებია და ბაბუა სოფელში ცხოვრობენ. ჩემი ძმები პატარები არიან. ჩემი და დიდია. მას ერთი შვილი ჰყავს. ის ჩემი დისშვილია. მას ილია ჰქვია.
მამაჩემს ერთი და ჰყავს და ერთი ძმა. მამაჩემის და ჩემი მამიდაა. მამიდას ორი შვილი ჰყავს: მაია და ლუკა. ისინი ჩემი მამიდაშვილები არიან.
მამაჩემის ძმა ჩემი ბიძაა. მისი ცოლი ჩემი ბიცოლაა. ჩემს ბიძას და ბიცოლას ორი შვილი ჰყავთ: მათე და თამარი. ისინი ჩემი ბიძაშვილები არიან.
ჩემს ბებიასა და ბაბუას სამი შვილი, რვა შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავთ.
დედას და და ძმა ჰყავს. მისი და ჩემი დეიდაა. მე ერთი დეიდაშვილი მყავს, ის ძალიან პატარაა. ჩემს ბიძას ცოლი არ ჰყავს. ის უცოლოა.
დედაჩემის დედა და მამა ქუთაისში ცხოვრობენ. ჩემს ბებიასა და ბაბუას სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავთ.
ჩემი ოჯახი ძალიან დიდია.
უპასუხეთ კითხვებს:
_რა გვარია ქეთევანი?
_სად ცხოვრობს ქეთევანის ოჯახი?
_ახლა სად არის ქეთევანი?
_რამხელაა ქეთევანის ოჯახი? ჩამოთვალეთ მისი ოჯახის წევრები.
_სად ცხოვრობენ ქეთევანის ბებია და ბაბუა?
_რამდენი და ჰყავს ქეთევანის მამას?
_რა ჰქვია ქეთევანის დისშვილს?
_რამდენი მამიდაშვილი ჰყავს ქეთევანს?
_რამდენი ბიძაშვილი ჰყავს ქეთევანს?
_რამხელაა ქეთევანის დეიდაშვილი?
_სად ცხოვრობენ ქეთევანის დედის მშობლები?
_რამდენი შვილი და რამდენი შვილიშვილი ჰყავთ ქეთევანის ბებიასა და ბაბუას?

28.  მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი:


სწორია
არასწორია
ქეთევანის მამიდაშვილს მაია ჰქვია.


გუგა და მაია თანაკლასელები არიან.


გუგას ერთი დეიდაშვილი ჰყავს.


გუგას ძმისშვილს კახა ჰქვია.


ლილი ახალქალაქელია.


სოფო ახალქალაქელია.


ლილის ორი ძმისშვილი ჰყავს.



29.  შეავსეთ ცხრილი (მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი):


სწორია
არასწორია
ქეთევანი თბილისელია.


ქეთევანი ბათუმში დაიბადა.


ქეთევანს პატარა ოჯახი ჰყავს.


ქეთევანს 2 მამიდაშვილი ჰყავს.


ქეთევანს ერთი დეიდაშვილი ჰყავს.


ქეთევანის ბებია და ბაბუა ბათუმში ცხოვრობენ.


ქეთევანის ბიძა უცოლოა.



30.  მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით ზმნის სათანადო ფორმები:
წერენ, წერ, ვწერთ, ვწერ, წერს, წერთ
მე –  .................................                  ჩვენ   – .......................................      
შენ – ................................                  თქვენ  – .....................................      
ის  – .................................                  ისინი – .......................................     

31.  მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით სათანადო ფორმა:
იქნება    ვიქნები    ვიქნებით  იქნებიან   იქნებით

ხვალ საღამომდე ჩვენ აქ ............................... 
ისინი ჩემთან ...............................  . 
მე მთელი დღე სახლში ............................... 
ვინ ...............................  შენთან?
2 საათისთვის თქვენ ალბათ დაკავებული ............................... 

32.  რომელი აღნიშნავს აქედან კაცს? (მონიშნეთ  ×–ით)
            ქმარი
ცოლი
            ბიძა
            ბაბუა
ბიცოლა

33.  რომელი აღნიშნავს აქედან ქალს? (მონიშნეთ ×–ით)
            დეიდა
            ბიცოლა
ბიძა
            მამიდა
            ცოლი
ქმარი




34.  წაიკითხეთ ტექსტი:
ნინო სკოლაში დადის. ნინოს კლასში ოცდაშვიდი მოსწავლეა: თექვსმეტი ბიჭი და თერთმეტი გოგო. მოსწავლეებმა იციან წერა, კითხვა და თვლა. ნინო ითვლის ათასამდე.
ბავშვებმა ციფრების წერა უკვე ისწავლეს. ნანა მასწავლებელი მათ ანგარიშს ასწავლის. ყველამ იცის მიმატება, გამოკლება, გაყოფა და გამრავლება. იციან, რომ ოცს მივუმატოთ ოთხი არის ოცდაოთხი; რვაჯერ ხუთი იქნება ორმოცი; ჩვიდმეტს გამოვაკლოთ ორი უდრის თხუთმეტს; ისიც იციან _ ხუთასი რომ გავყოთ ორზე, ტოლია ორას ორმოცდაათის...
ნინოს მეგობარია ლუკა. ნინო და ლუკა ერთად წერენ დავალებას. ლუკა კარგად უმატებს და ამრავლებს, ცოტა უჭირს გაყოფა და გამოკლება. ის ზარმაცი არ არის. მას ცოტა დრო აქვს.
ლუკას ერთი უმცროსი ძმა ჰყავს. ის სკოლაში არ დადის. გეგა პატარაა. ის ათამდე ითვლის, გეგას თვლა ლუკამ ასწავლა.
35.  ტექსტიდან ამოწერეთ რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვები.
36.   ტექსტიდან ამოწერეთ არითმეტიკული მოქმედებების აღმნიშვნელი სიტყვები.
უპასუხეთ კითხვებს:
_რამდენი მოსწავლეა ნინოს კლასში?
_რა იციან ნინოს თანაკლასელებმა?
_ვინ ასწავლა ბავშვებს ციფრების წერა და ანგარიში?
37.  წაიკითხეთ ტექსტი:
კვირაში შვიდი დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი, შაბათი და კვირა. შაბათი და კვირა დასვენების დღეებია. სამუშაო კვირა ორშაბათს იწყება.
დილაა. მერე შუადღეა, შემდეგ _ საღამო და ბოლოს _ ღამე. მზე დილით ამოდის და საღამოს ჩადის. ახლა მზე უკვე გვიან ამოდის და მალე ჩადის. სამი თვის წინ მზე ადრე ამოდიოდა. გარეთ ცივა. ყინვაა. შუადღისას ცოტა თბილა, საღამოს კი უკვე ყინვაა.
დილის შვიდი საათია. მზე ამოდის. ორშაბათია. სამუშაო კვირა იწყება. ნინოს ოჯახში ადრე დგებიან. დედა და მამა სამსახურში მიდიან. ნინოს პატარა და სკოლაში მიდის. სწავლა ცხრა საათზე იწყება. ნინო უნივერსიტეტში მიდის. ის სახლიდან ცხრის ოც წუთზე გადის. უნივერსიტეტი მისი სახლიდან შორსაა.
ნინოს ორშაბათს სამი ლექცია აქვს და სახლში ორის ნახევარზე მოდის. სამშაბათს ოთხი ლექცია აქვს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს სამ–სამი, პარასკევს კი _ ორი. შაბათს და კვირას ნინო ისვენებს.
ამ კვირის ბოლოს ნინო პარასკევ საღამოდან კვირამდე სოფელში მიდის. იქ მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მისი სოფელი თბილისიდან შორს არ არის, ძალიან ახლოსაა. სოფელში უკვე ძალიან ცივა და ბებია და ბაბუაც თბილისში ჩამოვლენ.
უპასუხეთ კითხვებს:
რამდენი დღეა კვირაში?
ჩამოთვალეთ კვირის დღეების სახელები.
რომელია დასვენების დღეები?
რომელ დღეს იწყება სამუშაო კვირა?
რამდენი ნაწილისგან შედგება დღე? ჩამოთვალეთ.
როდის ამოდის მზე?
როდის ჩადის?
როდის თბილა?
როდის ცივა?
როდის დგებიან ნინოს ოჯახში?
ვინ მიდიან სამსახურში?
ვინ მიდის სკოლაში?
რომელ საათზე იწყება სწავლა?
რომელ დღეს ისვენებს ნინო?
როდის და რამდენი ხნით მიდის ნინო სოფელში?
38.   
შეავსეთ ცხრილი (მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი):


სწორია
არასწორია
კვირაში შვიდი დღეა:


პარასკევი, შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.


სამუშაო კვირა ორშაბათს იწყება.


მზე დილით ამოდის და საღამოს ჩადის.


ნინოს ოჯახში გვიან დგებიან.


დედა და მამა სამსახურში მიდიან.


ნინოს პატარა და სკოლაში მიდის.


უნივერსიტეტი მის სახლთან ახლოსაა.


ნინოს ორშაბათს ერთი ლექცია აქვს.


შაბათს და კვირას ნინო ისვენებს.



39.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
ორშაბათი                   სამშაბათი                               ივნისი ხუთშაბათი
თბილა                        გრილა                         ცხელა ცივი

40.  წაიკითხეთ ტექსტი:
ბაზარში
დღეს კვირაა. მარიამი და ბექა ბაზარში არიან. მათ დღეს ბევრი პროდუქტი უნდა იყიდონ ბაზარში, ისინი შუა კვირაში ვერ მოვლენ ბაზარში, დრო არ ექნებათ.
მარიამი ქათამს არჩევს და გამყიდველი სასწორზე წონის ქათამს, სასწორი ზუსტია, ქათამი კილო და ორასი გრამია. ნიკა ფულს იხდის და გამყიდველი ხურდას აბრუნებს.
მარიამი ახლა კვერცხს და ყველს ყიდულობს. გამყიდველი ყველს წონის. მარიამი კვერცხებს ჩანთაში აწყობს, ყველს იღებს, ფულს იხდის და მერე ბოსტნეულს ყიდულობს, ნიკა ფქვილს და ხილს არჩევს. ნიკამ იცის, სად იყიდოს გემრიელი სიმინდის ფქვილი. ამ გამყიდველს ყოვლთვის გემრიელი სიმინდის ფქვილი აქვს და ძვირიც არ ღირს, იაფია.
ეს ხილის გამყიდველია. ის ძალიან გემრიელ ხილს ყიდის, ეს ვაშლი და მსხალი მისი ბაღისაა. ნიკას მისგან ხილი ჯერ არ უყიდია, მან იცის ხილის ცნობა და ყოველთვის კარგ, გემრიელ ხილს არჩევს.
ეს ვაშლი და მსხალი ნიკას ძალიან მოეწონა და რამდენიმე კილო იყიდა.
მარიამსა და ნიკას დრო ცოტა აქვთ, სახლში მალე ბრუნდებიან.
მომავალ კვირას ისევ მოვლენ და ხორცს, თევზს და ხილს იყიდიან.

 უპასუხეთ კითხვებს:
_ტექსტის მიხედვით, რა დღეა დღეს?
_სად არიან მარიამი და ბექა?
_რა უნდა იყიდონ ბაზარში მარიამმა და ბექამ?
_რამდენს იწონის ქათამი?
_რას ყიდულობს მარიამი?
_რას არჩევს ნიკა?
_როდის ბრუნდებიან სახლში მარიამი და ნიკა?
_რა უნდა იყიდონ ბავშვებმა მომავალ კვირას?

41.  შეავსეთ ცხრილი (მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი):


სწორია
არასწორია
ვაშლი ორი ლარი ღირს.


სასწორი ზუსტია.


ხორცის ნაჭერი მაგარია.


ნიკამ ბანანი იყიდა.


გეგამ იცის, ბაზარში რომ ვართ.


გეგას ეძინა.


ჩანთები მსუბუქია.



42.  შეავსეთ ცხრილი (მონიშნეთ, სწორია თუ არასწორი):


სწორია
არასწორია
დღეს კვირაა


მარიამი და ბექა ბაზარში არიან.


გამყიდველი სასწორზე წონის ქათამს.


გამყიდველი ფულს იხდის და ნიკა ხურდას აბრუნებს.


ნიკამ არ იცის, სად იყიდოს გემრიელი სიმინდის ფქვილი.


მარიამი და ნიკა სახლში მალე ბრუნდებიან.


მარიამი და ნიკა მომავალ კვირას ისევ მოვლენ და ხორცს, თევზს და ხილს იყიდიან.



43.  ვინ იხდის ფულს? (სწორი ფორმა მონიშნეთ ×–ით):

  ა) მყიდველი                      ბ) გამყიდველი


44.  შეუერთეთ ერთმანეთს ისრებით საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები:

სამწუხაროდ                        -           ღარიბი 
მდიდარი                              -           სავსე  
მოკლემკლავიანი                -           საბედნიეროდ
უძნელესი                             -           უადვილესი
ცარიელი                               -           გრძელმკლავიანი  

45.  მონიშნეთ ×–ით სწორი პასუხი:
1.    როგორ არის ზაზა?
   ა) ავმა
   ბ) ავის
   გ) ავად
2.    რანაირად ლაპარაკობს  ნინო?
   ა) ძალიან კარგად
   ბ) ძალიან კარგის
   გ) ძალიან კარგი

46.  სათანადო ფორმაში ჩასვით სახელები დანიშნულების გადმოსაცემად:

შენი  ............................................  (მეგობარი) ნუთუ არაფერი გემეტება?
ამ ............................................ (გოგო) კარგი საჩუქარი მაქვს.
.............................................. (სახლი) საჭმელი ვიყიდე.

47.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
ქინძი                          ოხრახუში                 კამა                             მარწყვი        
ფიწალი                     ცელი                          სეტყვა                       ბარი
ბალი                          ალუჩა                        კომში                         პამიდორი

48.  დაუკავშირეთ ისრებით ერთმანეთს:
.
ბარი                           თოხნის
ცელი                          ცელავს
თოხი                          მწყემსავს  
მწყემსი                      თესავს  
მთესველი                 ბარავს 


49.  დასვით სწორი ფორმით (მი– თუ მო–?):
ჩემთან    .......ვიდა.
ჩემგან წავიდა და გიორგისთან .......ვიდა.
ნანამ წერილი .......მწერა.
ილიას წერილი  .......ვწერე.

50.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
მთა                             ქედი               მწვერვალი                სოკო
მდინარე                    ტბა                 ტყე                             ზღვა
ნისლი                        ხიდი              სეტყვა                       წვიმა

51.  მიუწერეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა:
მთა                             იშვიათი 
დაბლობი                  ცოტა
უამრავი                     ბარი 
ხშირი                         მაღლობი 

52.  მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით სათანადო ზმნისწინები:

   ჩა   გა   გადა   ჩამო   წა

რამდენიმე წლის წინ ჩემი დეიდაშვილი ინგლისში  ............ვიდა სამუშაოდ. შემდეგ ქმარ-შვილიც ...........ვიდა იქ საცხოვრებლად. იქიდან საფრანგეთში ...........ვიდნენ, შემდეგ კი ამერიკაში   ...........ვიდნენ. ახლა იქ ცხოვრობენ. ახლა რამდენიმე დღით   ...........ვიდნენ თბილისში ნათესავების სანახავად. გუშინ
მთაწმინდაზე   ...........ვედით, მერე კი ქალაქგარეთაც  ...........ვედით.

53.  მიუწერეთ საპირისპირო სიტყვა:

:
ზევით                                    ადვილი
ძნელი                        ესალმება 
მაღლა                        ქვევით 
ემშვიდობება                        დაბლა 

54.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:

კალათბურთი           ფეხბურთი                ჭადრაკი        ჩანჩქერი

ხევსურეთი               გურია                        თუში              სვანეთი

55.  სწორი თანამიმდევრობით დაალაგეთ დიალოგი (მიუწერეთ რიგითი ნომერი). 
_აი, იქ, კართან დგას ზურგით და ეზოს უყურებს.
_ისწავლე გაკვეთილი?
_კი ვისწავლე? შენ?
_ადამიანის აგებულება გვქონდა.
_ვიცი. დღეს აღარ გვეყოლება სტუმრები და ვისწავლი.
_გამარჯობა, ანა, როდის მოხვედი?
_მასწავლებელს არ ეტყვი?
_კი, სად არის?
_ვერ ვიცანი, წავალ და ვეტყვი, მერე დრო არ ექნება.
_მე ვერ ვისწავლე, გუშინ სახლში სტუმრები მყავდა. გვიან წავიდნენ და დრო აღარ მქონდა.
_ხუთი წუთია, მოვედი.

56.  ჩასვით წინადადებაში –თან თანდებულიანი სწორი ფორმა:

ჩემი შვილი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, თამაშობს. (სახლი)
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,  გვიანობამდე დავრჩი. (მეზობელი)
მანაქანას ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,  ვერ გააჩერებ. (ეზო)
ვინ დგას ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ? (დედა)

57.  შეავსეთ ცხრილები მაქვს, მყავს ზმნების მრავლობითი რიცხვის ფორმებთ:
გვყავს

ახლანდელი
მომავალი
წარსული
„უნახავი“
წარსული












                                                                                                            
გვაქვს
ახლანდელი
მომავალი
წარსული
„უნახავი“
წარსული














58.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
ყელი              ტანი               გვერდით                  თვალი
გრძელი         მოკლე            გამხდარი                  ქალი


59.  სწორი თანამიმდევრობით დაალაგეთ დიალოგი (მიუწერეთ რიგითი ნომერი). 
_კარგი, მე ახლა წავალ და ვუყიდი.
_კარგი, საჩუქარი უყიდეთ?
_საღამომდე, საღამოს მე და გუგა გუგას მანქანით გამოგივლით.
_გამარჯობა, დეა, როგორ ხარ?
_რა ხდება, დღეს რა დღეა?
_კარგი, საღამომდე, მეც საჩუქრით დაგხვდებით.
_დაგავიწყდა? დღეს ქეთის დაბადების დღეა. ჩვენი მეგობრები იქ იქნებიან.
_როგორ დამავიწყდა! კარგი, აუცილებლად წამოვალ!
–საღამოს ექვს საათზე გამოგივლით!
_გაგიმარჯოს, კარგად. დღეს მე და გუგა ქეთისთან მივდივართ, შენ არ წამოხვალ?
–კი, ვუყიდეთ მე და გუგამ.

60.  აწარმოეთ აღმატებითი ხარისხის ფორმები:
ცივ-ი -
ლამაზ-ი -
მშვენიერ-ი -
გემრიელ-ი -


61.  შეაერთეთ სწორი ფორმები ერთმანეთთან:
მე                                  ჰქვია
ჩვენ                              ჰქვიათ
შენ                                გვქვია          
თქვენ                           მქვია
მას                                გქვია
მათ                               გქვიათ


62.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
საჩუქარი                   მეგობარი                   ტრიბუნა                   უკეთესი                   
იღლება                      ისვენებს                    სტადიონი                 ემზადება

63.  ჩასვით სწორი ფორმა: იცვამს,  ჩავიცვამ, ეცმევა, აცვია

გიორგი ფესაცმელებს ..............................
ნუბარს ფეხსაცმელები .................................
ხვალ ახალ კაბას ..................................
ხვალ ახალი კაბა ......................................

64.  ჩასვით სათანადო ადგილას თუ კავშირი:

ღვინოს         მიირთმევთ       შამპანურს?
სადილს        ინებებთ         ტკბილეულს?
კინოში         წახვალთ         თეატრში?
ღვინოს        დალევ           არაყს?

65.  მსაზღვრელი ჩასვით სწორი ფორმით:

კალათბურთს ______________ (მაღალი / მაღლები) ბიჭები თამაშობენ.
ეკას ____________ (ლამაზი / ლამაზები) მეგობრები ჰყავს.
მილანში _____________ (სწრაფი / სწრაფები) ფეხბურთელები არიან.

66.  შეუერთეთ ისრებით საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები:

უკოფეინო                 -           ნალექიანი
უნალექო                   -           გემრიელი 
მწარე                          -           კოფეინიანი 
უგემური                   -           ვიწრო  
ფართო                       -           ტკბილი 

67.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
 ბოსტნეული                        სურსათი                   პროდუქტი               ჩექმა              
ჭიქა                            თეფში                        ხორცი                        დანა

68.  შეავსეთ ცხრილი:

სახელობითი
ნათესაობითი
მოქმედებითი
ვითარებითი
მამალი



კალამი



ბეჭედი



მატარებელი



ალუბალი





69.  მიუწერეთ ნათესაობითის, მოქმედებითისა და ვითარებითი ბრუნვების ფორმები:
მამა –
კლდე –
ზღვა –
ტბა –
ხე –
სახე –


70.  შეუერთეთ ერთმანეთს ისრებით საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები:

სამწუხაროდ                        -           ღარიბი 
მდიდარი                              -           სავსე  
მოკლემკლავიანი                -           საბედნიეროდ
უძნელესი                             -           უადვილესი
ცარიელი                               -           გრძელმკლავიანი  

71.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
მაკრატელი               მკერავი                      ქსოვილი                   მაცივარი                  
რემონტი                   სახლი            პაციენტი                   ხელოსანი

72.  გახაზეთ პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვები:
ჩიკაგოელი
ოკულისტი
კბილი
კლინიკა
აფთიაქარი
თერმომეტრი
ლაბორანტი
ქირურგი
თერაპევტი
გრიპი
ტკივილი
ექიმი
სტომატოლოგი
ოპერაცია

73.  დაუკავშირეთ ისრებით ერთმანეთს:
ბარი                           თოხნის
ცელი                          ცელავს
თოხი                          მწყემსავს  
მწყემსი                      თესავს  
მთესველი                 ბარავს 


74.  დასვით სწორი ფორმით (მი– თუ მო–?):
ჩემთან    .......ვიდა.
ჩემგან წავიდა და გიორგისთან .......ვიდა.
ნანამ წერილი .......მწერა.
ილიას წერილი  .......ვწერე.

75.  გადახაზეთ ზედმეტი სიტყვა:
მთა                             ქედი               მწვერვალი                სოკო
მდინარე                    ტბა                 ტყე                             ზღვა
ნისლი                        ხიდი              სეტყვა                       წვიმა

76.  მიუწერეთ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა:
მთა                             იშვიათი 
დაბლობი                  ცოტა
უამრავი                     ბარი 
ხშირი                         მაღლობი 

77.  დააკავშირეთ ერთმანეთთან:
ჟურნალისტი                        მზარეული
ტურისტი                              ექსკურსიათმძღოლი
ხანძარი                                 ფოტოგრაფი  
ექთანი                                   ინტერვიუ 
სამზარეულო                       მეხანძრე  
ფოტო                                     საავადმყოფო 

78.  შეუსაბამეთ სათანადო ფორმები:
რუსეთი                     ფრანგი
გერმანია                    გერმანელი
ავსტრია                     ჩინელი 
ინგლისი                    რუსი 
საფრანგეთი              ინგლისელი 
ჩინეთი                      ავსტრიელი

79.  დაწერეთ თემა ,,ჩემი სოფელი’’ (მინიმუმ 40 სიტყვა).
80.  დაწერეთ თემა; ,,ჩემი მეგობარი“ (მინიმუმ 40 სიტყვა);
81.  დაწერეთ თემა: ,,ჩემი სკოლა“ (მინიმუმ 40 სიტყვა);
82.  დაწერეთ თემა: ,,ჩემი საყვარელი ფილმი“ ( მინიმუმ 40 სიტყვა)
83.   დაწერეთ თემა: ,,ჩემი საყვარელი წიგნი“ (მინიმუმ 40 სიტყვა);
84.  დაწერეთ თემა: ,,ჩემი დღის რეჟიმი“ (მინიმუმ 40 სიტყვა);
85.  დაწერეთ თემა: ,, ჩემი მომავალი პროფესია“ ( მინიმუმ 40 სიტყვა);
86.  მიწერე წერილი მეგობარს;
87.  მიულოცე მეგობარს დღესასწაული;
88.  დაწერეთ თემა: ,,მე რომ მასწავლებელი ვიყო“;(მინიმუმ 40 სიტყვა);
89.  დაწერეთ თემა: ,,ჩემი იდეალი“ (მინიმუმ 40 სიტყვა);
90.  დაწერეთ თემა: ,,ჩემი სამშობლო“ (მინიმუმ 40 სიტყვა).

ტესტები ქართულ ენაში
1.       რომელ წინადადებაშია შეცდომა
 ) გივი ახალ ბინას ლევანთან ერთად არემონტებს.
 ) დედა და შვილი დილაობით ბაღში სეირნობს.
 ) მერაბი და მზია საღამოობით კროსვორდს ავსებენ.
) მოსწავლეები  პრობლემებს ერთად განიხილავენ.
2.  რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?  ცოტა . . . ეს პრობლემა მეგობრების დახმარებით მოვაგვარე.
 ) მონაკვეთში.   ) პერიოდში.   ) საათში.   ) ხანში.

3.     ამოწერეთ ტექსტიდან ნათესაობის აღმნიშვნელი სიტყვები:

ბიძის ცოლს ჰქვია ----
დედის დას ჰქვია ----
მამაჩემის ძმა არის ჩემი ----
მამაჩემის და არის ჩემი ----
ბიძაჩემის შვილი არის ჩემი ----
დეიდაჩემის შვილი არის ჩემი ----
დედაჩემის დედა არის ჩემი ----
დედაჩემის მამა არის ჩემი ----

4.    შეარჩიეთ  სიტყვა,  რომელიც  გამოტოვებულია  წინადადებაში:
............. მალე დააღწია თავი არასასურველ მოსაუბრეს.
ა) კაცმა;
ბ) კაცი;
გ) კაცს;
დ) კაცის.
5.    შეარჩიეთ  ნაცვალსახელები, რომლებიც  შეესაბამება  ხაზგასმულ  სიტყვებს.
თბილისის 118 სკოლამ გამოაცხადა  მსმენელთა მიღება ღია კარის დღეზე.
ა) ის მას;
ბ) მან მას;
გ) მან ის;
დ) მას ის.

6.    რომელ  წინადადებაში  არის  გადმოცემული მოქმედების  მიზანი?
ა) გარეთ მოღრუბლული  იყო  და  წვიმდა;
ბ) ქოლგა წაიღე,რათა არ დასველდე;
გ) მან მოსვლაზე უარი თქვა,რადგან სხვაგან ეჩქარებოდა;
დ) თუ წავალ,აღარ დავბრუნდები.

7.    რა არის ამ ბლოგის დაწერის მიზანი?   
ა) ავტორს სურს, სტუდენტებს მიაქირაოს ბინა. 
ბ) ავტორი აფრთხილებს სტუდენტებს, არ ეძებონ ბინა უძრავი ქონების სააგენტოებში. 
გ) ავტორი რჩევებს აძლევს სტუდენტებს და თავადაც სურს ბინის ქირაობა.
 დ) ავტორს სურს, საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად.

ახლა მე და რამდენიმე ათასი სტუდენტი ერთ ბედქვეშა ვართ – გამალებული ვეძებთ თბილისში  ბინებს. ჰოდა, უამრავი საშუალების გამოყენება მიხდება რომ სასურველი საცხოვრებელი ვიპოვო.  იწყებ ძებნას სხვადასხვა საშუალებით: ინტერნეტში, უძრავი ქონების სააგენტოებში, გაზეთებში, ნაცნობ-მეგობრებში. ბინა შეიძლება კედლის განცხადებებითაც იპოვო:
ახლა ვეძებ ერთოთახიან ბინას თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავლაბარში, ქეთევან წამებულზე, მარჯანიშვილზე, ანუ ცენტრიდან არც ისე მოშორებულ ტერიტორიებზე. ფასი – რაც დაბალი მით უკეთესი,  თუ გაქვთ სხვასთან ცხოვრების ან ბინის ძიების გამოცდილება, კომენტარებში მომწერეთ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ტკბილი თუ მწარე მოგონებები. რაც უნდა იყოს, წარმატებას გისურვებთ.

8.     მოძებნეთ, რომელია სწორი ფორმა:
ა) მე-17-ე;   ბ) XIX-ე;  გ)  მე-59; დ)  109-ე.

9.     ვინ არის წერილის ადრესატი?
შპს. ჯეოსელის კორპორატიული 
გაყიდვების კოორდინატორს
მოგესალმებით, მოგახსენებთ, რომ აბონენტს  იამზე ილურიძეს  პ/ნ 01001036545 ტელ N  599123456  დაებლოკა  სიმ  ბარათი.
გთხოვთ, უმოკლეს  ვადაში  აღუდგინოთ.
პატივისცემით,

ა)  მომხმარებელი, რომელსაც დაებლოკა ბარათი;
ბ) ჯეოსელის კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორი;
გ) სიმ ბარათი;
დ) კომპანია ჯეოსელის კონკურენტი კომპანია?
10.  დაწერე სიტყვიერად:
 367
290
1239
563
976
128
984
339
201

11.  გახაზეთ  ზედმეტი სიტყვა
·         ივნისი                   სექტემბერი                ივლისი                       აგვისტო
·         სკოლა                   უნივერსიტეტი                       აკადემია                     კლინიკა
12.  გახაზეთ  ზედმეტი სიტყვა
·         მდიდარი              ტურისტი                    ღარიბი                        კეთილი
·         ქართლი                კახეთი                        იმერეთი                     ბაკურიანი

13.  ჩასვით ნუ, არ ნაწილაკები მრავალწერტილის ნაცვლად
........ დაიჯერო, რომ ეს სიმართლეა!
.......  წახვალ ხვალ სკოლაში!
......... აბრაზებ დედას!
......... გააბრაზო დედა!

14.  მოძებნე  და  გაასწორე  შეცდომები:
ის  კარი  დაკეტა
ბაბუამ წყალზე  წავიდა
ისინი  კარგად  იმუშავეს
მე  წიგნს  წავიკითხე
შენ  ბევრი  იმუშავა
მათ  მასწავლებელს  დაელაპარაკნენ
15.  დაასრულე  ზმნები:
1.      მათ  წიგნი  წაიკითხ...
2.      ისინი მანქანით წავიდ...
3.      მათ ზღვის  ნაპირას  ისეირნ...
4.      მათ  დღისით  იმგზავრ...
5.      ისინი  თბილისში  გაემგზავრ...
6.      ისინი  რესტორანში  შევიდ...

16.   გაარკვიეთ,რა სახის ტექსტია: ,,დავით, გილოცავ დაბადების დღეს,გისურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“
ა) განცხადება; ბ) მისალოცი ბარათი; გ) ანკეტა; დ)  სამსახურეობრივი ბარათი.

17.   წაიკითხეთ ტექსტი და ამოიცანით რეზოს ქცევის მიზანი:
,,რეზო და მზია ხშირად ჩხუბობდნენ... დიდი ხანი არაა,რაც ერთმანეთს იცნობენ და ამ გოგომ,არ იქნა და არ მოასვენა,ხან რას ეძახის და ხან რას. ერთხელ რეზო მზიას სახლში მივიდა და სთხოვა,აღარ  გაებრაზებინა, სამაგიეროდ ყოველთვის დაიცავდა მას. მზია დაპირდა, რომ არ განმეორდებოდა მისი საქციელი და შეასრულა პირობა.

ა) მზიას დაცვა;
ბ) რათა მზიას არ გაებრაზებინა;
გ) მზიას სახლის დათვალიერება;
დ) მზიას დედის გაცნობა.

18.  ხაზგასმული სიტყვებიდან რომელი არ არის  კავშირი: დედამ ნინო სკოლაში არ წაიყვანა და ნინომ იტირა.ის ავად იყო,მაგრამ კლასელები ენატრებოდა და სკოლაში წასვლა უნდოდა,თუმცა დედასაც ვერ ეწინააღმდეგებოდა.
ა) არ;  ბ)  და;  გ) მაგრამ;  დ)  თუმცა.

19.  დაასრულეთ წინადადება:  სოფლელებმა ახალი წელი საზეიმოდ..........
ა) აღნიშნა; ბ) აღნიშნავენ; გ) აღნიშნეს; დ) აღნიშნათ.

20.  რომელ წინადადებაშიასასვენი ნიშნები არასწორად:
ა) დათო გარბის,რადგან  გზად მგელი შეხვდა;
ბ) ნუგზარმა იარაღი, ამოიღო რათა ესროლა;
გ) ლელა სახლშია,რადგან გარეთ ცუდი ამინდია;
დ) მაკამ მეგობარს საჩუქარი რომ მიუტანა,მეგობარს გაეხარდა.


  
გვარი  ----------------------------------
სახელი ---------------------------------
კლასი  --------------------------------
თარიღი  --------------------------

1.     სიტყვები გადაიყვანეთ მრავლობით რიცხვში და დაწერეთ რვეულში:
სახლი
დედა
ხე
ფანჯარა

2.     რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?
ეკა სკოლიდან ზუსტად 2 საათზე უნდა _____________
ა) გამოვიდა
ბ) გამოდიოდა
გ) გამოვა
დ)გამოდის.
3.       რომელი სიტყვაა გამოტოვებული მოცემულ წინადადებაში?
ნატო ყოველდღე___________________
ა) ივარჯიშებს;
ბ) ივარჯიშოს;
გ) ივარჯიშა;
დ) ვვარჯიშობდა.

4.       რომელი სიტყვაა გამოტოვებული მოცემულ წინადადებაში?
ფეხბურთელები სტადიონზე ზუსტად დანიშნულ დროს___________________
ა) მივიდეს;
ბ) მივიდონ;
გ) მივიდნენ;
დ) მივიდა

5.       რომელი სიტყვაა გამოტოვებული მოცემულ წინადადებაში?
ძაღლები ყეფით ხევში _______________
ა) ჩავარდნენ;
ბ) ჩაცვივდნენ;
გ) ჩაცვივდნონ;
დ)ჩაირბიონ.
6.       რომელი სიტყვაა გამოტოვებული მოცემულ წინადადებაში?
ფილმში ინდოელებინ ცხენებზე____________________
ა) ზიან;
ბ) სხედან;
გ) ჯდიან;
დ) ჯდანან.
7.     რომელია სწორი?
ა) ვავადმყოფობ;
ბ)ავადვმყოფობ;
გ) ვავადყოფობს;
ავადყვოფომ.
8.     რომელია სწორიო?
ა) თანავმშრომლობთ;
ბ) თანავმშრომლოფ;
გ) ვთანამშრომლობ;
დ) სთანამშრომლობს.
9.     რომელია სწორი?
ა) გაძვრა-გამოძვრას;
ბ) გაძვრა-გამოძვრა;
გ) გაძვრა გამოძვრა
დ) გაძვრაგამოძვრა.
10.  რომელია სწორი შესიტყვება?
ა) ბურთი კარში მიარტყა;
ბ) ბურთი კარში დაარტყა;
გ) ბურთს კარში გაარტყა;

 ზმნები

დუღს,  მოეწონა, ჰკითხა,  ჩანს,  მიუტანა,  ტრიალებს, მიუახლოვდა,  ბეზრდება, კივის, ბრუნავს, მობეზრდა, დაიწყო, მოჰკრა, მოუტანა, დაუკრა, შეკრთა, წაიყვანა, დაფრთხა, გამოჰკითხა, ვუფრთხილდებოდი, დავკარით, გვხვდება, მოვუვლი, შეიტყო, გაუდგებიან, გვესალმებიან, გაიკეთა, გაერივნენ,  წამოიწყო, შესწირა, დაუკრა, ამოგაგლიჯო. გადაარჩინა, გაჰყო,  გაყო,  ჩაყო,  ჩამოართვა,  წაართვა,  გამოართვა,  დაუკრა,  მიესალმა,  მოიხადა, მიხურა,  მიმართა, დაელოდა,  დაჯდა,  შეეშალა,  მიხურა,  მივიდა,  გაიმეორა,  გაარემონტა,  განიხილავს, გაუჭირდა,  იმსახურებს,  დაძლია,  იმარჯვებს,  ჩაიცვა,  დავუჯერებთ,  გაწვიმდება,  წაიღე,  დასველდე,  გადავალ,  ჩატარდა,  ეთერში გადის,  ახორციელებს პროექტს, მართავს გამოფენას, უძღვნის, მიეძღვნა,  გამოიყენა,  უწოდა,  გავრცელდა, დამკვიდრდა, 
იმოგზაურა.მზრუნველობს,  მიაქვს.















საგამოცდო  ტესტები
1.    გაეცანით ქვემოთ მოცემულ  ტექსტებს  და აღნიშნეთ  რომელია?
ა) გამარჯობა დედა!
როგორ ხარ? მამა როგორ არის?  მომიკითხე. დიდი ხანია არ  ვყოფილვარ თქვენთან  და მომენატრეთ. როგორი ამინდებია  მანდეთ?  აქ თოვს  და  ყინავს,თუმცა, იმედია  გაზაფხული  თავისას  იზამს  და დათბება.
მინდა ახალი ამბავი  გითხრათ,  მე  გავიმარჯვე  კონკურსში, საუკეთესო  ოლიმპიელი  და ზაფხულში  ამერიკაში  მივემგზავრები. ძალიან მიხარია.
ახლა  დაგემშვიდობებით,ნახვამდის.
ნინო
2016 წლის 27 მარტი
სახელი-  ზურა
     გვარი-  მანაგაძე
    მისამართი- ქალაქი  თბილისი
    ტელეფონის  ნომერი-  599002786
    ელექტრონული  ფოსტა- zuramanagadze@gmail.com
    მოქალაქეობა- საქართველოს  მოქალაქე
გ)                                                                                                     ქ. თბილისის  მე-8  საჯარო                                               
                                                                                                           სკოლის  დირექტორს. ქ-ნ                        
                                                                                   ნინა გიორგაძეს. ამავე 
                                                                                   სკოლის მე-8 კლასის
                                                                                  მოსწავლის ია იაძის
 ..................................................
გთხოვთ, ხვალ  18  თებერვალს,  გამათავისუფლოთ  გაკვეთილებიდან  ოჯახური  პირობების  გამო  და  გაცდენილი  გაკვეთილები  ჩამითვალოთ  საპატიოდ.
განმც. ი.იაძე
17/II/17 წ.
დ)                                                              ......................
ეძლევა  ლია  გოგუაძეს  მასზედ, რომ  ის  ნამდვილად  ცხოვრობს  კასპირ  რაიონის  სოფელ  გრაკალში  მეუღლესთან  ნოდარ  ლომიძესთან  ერთად.
...............ეძლევა  საჭიროებისამებრ  წარსადგენად.
29 მარტი 2017 წელი
განცადება;                 ცნობა;         ანკეტა;           წერილი.

2.    რომელი  წინადადებაა გამოტოვებული  ტექსტში?
კანინმორჩილი  ადამიანები  საგზაო  მოძრაობის  წესს არ  არღვევენ,---------------------------------------------------. ისინი  მოძრაობენ  ფრთილად, ზრუნავენ  თავიანთ  და მის  გარშემომყოფების  სიცოცხლეზე.
ა)  ამის  გამო  ხშირად  აქვთ  პრობლემები  პატრულთან;
ბ)  თუმცა  ბევრი  ადამიანი  მგზავრობს  მანქანით;
გ) ქალაქში  ბევრი  სატრანსპორტო  საშუალებაა;
დ)  ამიტომაც  არა  აქვთ  პრობლემები  პატრულთან.
3.    წაიკითხეთ  განცადება.
თბილისობის  დღესასწაულთან  დაკავშირებით  ქალაქ  თბილისში  ტარდება  კონკურსი  ,,საუკეთესო  სამზარეულო“,  წარმოდგენილი  იქნება  სხვადასხვა  კუთხის  სამზარეულო.
საუკეთესო  მზარეული  დაჯილდოვდება  ფასიანი  საჩუქრებით
 თბილისის  მერია
რა  მიზნით  ტარდება  კონკურსი?
ა)  კონკურსში  მონაწილეობის  მსურველების  დასადგენად;
ბ)  ფასიანი  საჩუქრების  გადასაცემად;
გ)  თბილისობის  საზეიმოდ  აღსანიშნავად;
დ)  საუკეთესო  სამზარეულოს  გამოსავლენად;

4.    სად  მიმდინარეობს  საუბარი?
_ ძლივს  მოვუსწარი,  ცოტაც და დამაგვიანდებოდა.
_ კიდევ  იქნება,  ოღონდ  უფრო  გვიან.
__მალე  მინდა  სახლში  მივიდე,  მელოდებიან.
__ რამდენი  გაჩერება  დარჩა?
__ისევ  80  თეთრი  ღირს  არა  მგზავრობა?
___დიახ.
__ აქ  ჩავდივარ,  თქვენიც  გადახდილია,აღარ გადაიხადოთ.
__მადლობთ!

ა)  ქუჩაში;  ბ)  მეტროში;  გ)  სამარშუტო  ტაქსში;  დ)  კინოთეატრში
5.      შეადარეთ  ორი  ტექსტი  ერთმანეთს, გაარკვიეთ  რომელი  ინფორმაციაა  საერთო  ორივე  ტექსტისთვის.
ა) ,,კომედი  შოუ“  გასართობი  გადაცემაა,  რომელიც  გადის  ყოველ  კვირას,  საღამოს  8  საათზე,  აქ  შევდებით  კომედი  შოუს  მსახიობებს  სხვადასხვა  სკეჩებით, მისი  მიზანია  გაართოს  ადამიანები  სხვადასხვა  სიტუაციის  განსახიერებით.
ბ)  ყოველ  შაბათს  ტელევიზიით  გადის  გადაცემა  ,,იღბლიანი  ბორბალი“.  აქ  გარდა  იმისა,  რომ  ადამიანები  მოდიან  იღბლის  გამოსაცდელად,  მიდიან  პრიზებითაც.  ერთგვარად  გასართობია  ეს  გადაცემა,  ვინაიდან  ბევრს  ხუმრობენ  და  ართობენ  ხალხს,

ა)  ორივე  გადაცემა  ეძღვნება  კინოს  ისტორიას;
ბ) ორივე  გადაცემა  ლიტერატურულია;
გ)  ორივე  გადაცემა  გასართობი  ხასიათისაა;
დ)  ორივე  გადაცემა  შემეცნებითი  ხასიათისაა.

6.    რომელი  არ  არის  ანტონიმი?
ა) კარგი- ცუდი;  ბ) მაღალი-დაბალი;  გ) ზრდილობიანი- თავაზიანი;  დ) მამაცი- ვაჟკაცი.
7.    რომელ  წინადადებაში  არ  არის   შეცდომა?
ა) ბავშვებმა  ყუთები  სათითაოდ  გაიტანეს;
ბ) მგელები  შემოეჩვივნენ  სოფელს;
გ)  უსუნოს  ყვავილს  ყველა  უყურებდა;
დ) ლამაზ  გოგომ  მოხიბლა  ადამიანები.
8.    დააჯგუფე  ზმნები ;  აწმყო;  უწყვეტელი;  მყოფადი;  აწმყოს  კავშირებითი.
კითხულობს
აკეთებს
უყვარდა
დაფრინავდა
დაინახავს
გააკეთოს
ჭამა
შევიდეს
მიდის
ანათებდა
გადაიღო
მოაკლდება
ამბობს
იტირებს
შეჭამს
წერდა
წაიკითხავს
მიდიოდა
წავალთ
ვამბობდით
გაალამაზოს
ადგეს
შეჭამოს
თქვა
გაიღვიძებს
გამორთო
დაანთებს
იბანავა
იყინებოდა











































No comments:

Post a Comment