Sunday, June 10, 2018

ტესტირება


ტესტები ქართულ ენაში
1.       რომელ წინადადებაშია შეცდომა? 
 ) გივი ახალ ბინას ლევანთან ერთად არემონტებს.
 ) დედა და შვილი დილაობით ბაღში სეირნობს.
 ) მერაბი და მზია საღამოობით კროსვორდს ავსებენ.
) მოსწავლეები  პრობლემებს ერთად განიხილავენ.
2.  რომელი სიტყვაა გამოტოვებული წინადადებაში?  ცოტა . . . ეს პრობლემა მეგობრების დახმარებით მოვაგვარე.
 ) მონაკვეთში.   ) პერიოდში.   ) საათში.   ) ხანში.

3.     ამოწერეთ ტექსტიდან ნათესაობის აღმნიშვნელი სიტყვები:

ბიძის ცოლს ჰქვია ----
დედის დას ჰქვია ----
მამაჩემის ძმა არის ჩემი ----
მამაჩემის და არის ჩემი ----
ბიძაჩემის შვილი არის ჩემი ----
დეიდაჩემის შვილი არის ჩემი ----
დედაჩემის დედა არის ჩემი ----
დედაჩემის მამა არის ჩემი ----

4.    შეარჩიეთ  სიტყვა,  რომელიც  გამოტოვებულია  წინადადებაში:
............. მალე დააღწია თავი არასასურველ მოსაუბრეს.
ა) კაცმა;
ბ) კაცი;
გ) კაცს;
დ) კაცის.
5.    შეარჩიეთ  ნაცვალსახელები, რომლებიც  შეესაბამება  ხაზგასმულ  სიტყვებს.
თბილისის 118 სკოლამ გამოაცხადა  მსმენელთა მიღება ღია კარის დღეზე.
ა) ის მას;
ბ) მან მას;
გ) მან ის;
დ) მას ის.

6.    რომელ  წინადადებაში  არის  გადმოცემული მოქმედების  მიზანი?
ა) გარეთ მოღრუბლული  იყო  და  წვიმდა;
ბ) ქოლგა წაიღე,რათა არ დასველდე;
გ) მან მოსვლაზე უარი თქვა,რადგან სხვაგან ეჩქარებოდა;
დ) თუ წავალ,აღარ დავბრუნდები.

7.    რა არის ამ ბლოგის დაწერის მიზანი?   
ა) ავტორს სურს, სტუდენტებს მიაქირაოს ბინა. 
ბ) ავტორი აფრთხილებს სტუდენტებს, არ ეძებონ ბინა უძრავი ქონების სააგენტოებში. 
გ) ავტორი რჩევებს აძლევს სტუდენტებს და თავადაც სურს ბინის ქირაობა.
 დ) ავტორს სურს, საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად.

ახლა მე და რამდენიმე ათასი სტუდენტი ერთ ბედქვეშა ვართ – გამალებული ვეძებთ თბილისში  ბინებს. ჰოდა, უამრავი საშუალების გამოყენება მიხდება რომ სასურველი საცხოვრებელი ვიპოვო.  იწყებ ძებნას სხვადასხვა საშუალებით: ინტერნეტში, უძრავი ქონების სააგენტოებში, გაზეთებში, ნაცნობ-მეგობრებში. ბინა შეიძლება კედლის განცხადებებითაც იპოვო:
ახლა ვეძებ ერთოთახიან ბინას თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავლაბარში, ქეთევან წამებულზე, მარჯანიშვილზე, ანუ ცენტრიდან არც ისე მოშორებულ ტერიტორიებზე. ფასი – რაც დაბალი მით უკეთესი,  თუ გაქვთ სხვასთან ცხოვრების ან ბინის ძიების გამოცდილება, კომენტარებში მომწერეთ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ტკბილი თუ მწარე მოგონებები. რაც უნდა იყოს, წარმატებას გისურვებთ.

8.     მოძებნეთ, რომელია სწორი ფორმა:
ა) მე-17-ე;   ბ) XIX-ე;  გ)  მე-59; დ)  109-ე.

9.     ვინ არის წერილის ადრესატი?
შპს. ჯეოსელის კორპორატიული 
გაყიდვების კოორდინატორს
მოგესალმებით, მოგახსენებთ, რომ აბონენტს  იამზე ილურიძეს  პ/ნ 01001036545 ტელ N  599123456  დაებლოკა  სიმ  ბარათი.
გთხოვთ, უმოკლეს  ვადაში  აღუდგინოთ.
პატივისცემით,

ა)  მომხმარებელი, რომელსაც დაებლოკა ბარათი;
ბ) ჯეოსელის კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორი;
გ) სიმ ბარათი;
დ) კომპანია ჯეოსელის კონკურენტი კომპანია?
10.  დაწერე სიტყვიერად:
 367
290
1239
563
976
128
984
339
201

11.  გახაზეთ  ზედმეტი სიტყვა
·         ივნისი                   სექტემბერი                ივლისი                       აგვისტო
·         სკოლა                   უნივერსიტეტი                       აკადემია                     კლინიკა
12.  გახაზეთ  ზედმეტი სიტყვა
·         მდიდარი              ტურისტი                    ღარიბი                        კეთილი
·         ქართლი                კახეთი                        იმერეთი                     ბაკურიანი

13.  ჩასვით ნუ, არ ნაწილაკები მრავალწერტილის ნაცვლად
........ დაიჯერო, რომ ეს სიმართლეა!
.......  წახვალ ხვალ სკოლაში!
......... აბრაზებ დედას!
......... გააბრაზო დედა!

14.  მოძებნე  და  გაასწორე  შეცდომები:
ის  კარი  დაკეტა
ბაბუამ წყალზე  წავიდა
ისინი  კარგად  იმუშავეს
მე  წიგნს  წავიკითხე
შენ  ბევრი  იმუშავა
მათ  მასწავლებელს  დაელაპარაკნენ
15.  დაასრულე  ზმნები:
1.      მათ  წიგნი  წაიკითხ...
2.      ისინი მანქანით წავიდ...
3.      მათ ზღვის  ნაპირას  ისეირნ...
4.      მათ  დღისით  იმგზავრ...
5.      ისინი  თბილისში  გაემგზავრ...
6.      ისინი  რესტორანში  შევიდ...

16.   გაარკვიეთ,რა სახის ტექსტია: ,,დავით, გილოცავ დაბადების დღეს,გისურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“
ა) განცხადება; ბ) მისალოცი ბარათი; გ) ანკეტა; დ)  სამსახურეობრივი ბარათი.

17.   წაიკითხეთ ტექსტი და ამოიცანით რეზოს ქცევის მიზანი:
,,რეზო და მზია ხშირად ჩხუბობდნენ... დიდი ხანი არაა,რაც ერთმანეთს იცნობენ და ამ გოგომ,არ იქნა და არ მოასვენა,ხან რას ეძახის და ხან რას. ერთხელ რეზო მზიას სახლში მივიდა და სთხოვა,აღარ  გაებრაზებინა, სამაგიეროდ ყოველთვის დაიცავდა მას. მზია დაპირდა, რომ არ განმეორდებოდა მისი საქციელი და შეასრულა პირობა.

ა) მზიას დაცვა;
ბ) რათა მზიას არ გაებრაზებინა;
გ) მზიას სახლის დათვალიერება;
დ) მზიას დედის გაცნობა.

18.  ხაზგასმული სიტყვებიდან რომელი არ არის  კავშირი: დედამ ნინო სკოლაში არ წაიყვანა და ნინომ იტირა.ის ავად იყო,მაგრამ კლასელები ენატრებოდა და სკოლაში წასვლა უნდოდა,თუმცა დედასაც ვერ ეწინააღმდეგებოდა.
ა) არ;  ბ)  და;  გ) მაგრამ;  დ)  თუმცა.

19.  დაასრულეთ წინადადება:  სოფლელებმა ახალი წელი საზეიმოდ..........
ა) აღნიშნა; ბ) აღნიშნავენ; გ) აღნიშნეს; დ) აღნიშნათ.

20.  რომელ წინადადებაშიასასვენი ნიშნები არასწორად:
ა) დათო გარბის,რადგან  გზად მგელი შეხვდა;
ბ) ნუგზარმა იარაღი, ამოიღო რათა ესროლა;
გ) ლელა სახლშია,რადგან გარეთ ცუდი ამინდია;
დ) მაკამ მეგობარს საჩუქარი რომ მიუტანა,მეგობარს გაეხარდა.











No comments:

Post a Comment