Friday, July 21, 2017


ინტეგრირებული გაკვეთილი: ქართული, როგორც მეორე ენა--- ბუნებისმეტყველება
ჯგუფი / დონე: მე-4 კლასი/ა1 დონე
 (გაკვეთილის) გლობალური მიზანი: მოსწავლე ისაუბრებს ძუძუმწოვრების შესახებ
ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს, ისაუბროს ძუძუმწოვრებზე და აღწეროს  მათი სასიცოცხლო ციკლი, ასევე შეძლებს საუბარს თავის შინაურ ცხოველებზე.
(ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შედარება და მონიშვნა)
ქ.მ.III.15.  მოსწავლეს შეუძლია სურათის აღწერა.
·         ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს;
·         ასახელებს მათ ნიშან-თვისებებს
ქ.მ. III.17.  მოსწავლეს შეუძლია ლაპარაკის სტრატეგიების გამოყენება.
·           ითხოვს დახმარებას მასწავლებლის ან თანაკლასელისაგან (მშობლიურ ენაზე);
·           იყენებს კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს (ჟესტებს, მიმიკას, მითითებას).
ბუნ.IV.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
(ევროჩარჩოსთან შედარება და მონიშვნა)
           შემსწავლელს შეუძლია მარტივად საუბარი  ცხოველების შესახებ.(სად ბინადრობს,რა ფერისაა, როგორი აგებულება აქვს, რით იკვებება,როგორ,,ლაპარაკობს“...).
  შემსწავლელს შეუძლია მარტივი შეკითხვების დასმა და პასუხის გაცემა მარტივი სიტყვებით, გამოთქმებითა და წინადადებებით.
დრო
ფაზა
აქტივობის მიზანი
შემსწავლელთა აქტივობა
მუშაობის სოციალური ფორმები
სასწავლო მასალა, მედიები, დამხმარე საშუალებები
მასწავლებლის აქტივობა
5წთ.
შესავალი
წინარე ცოდნის გააქტიურება, მოტივაციის ამაღლება
აკვირდებიან სურათებს, ასახელებენ ძუძუმწოვრებს. დავალება 1.
ფორუმში--- მთელი კლასი
პროექტორი, ცხოველებისა და ფრინველების სურათები
აჩვენებს სურათებს და უსვამს შეკითხვებს.




პრეზენტაცია
გლობალური გაგება
ეცნობიან საკვანძო სიტყვებს, კითხულობენ ტექსტს  და პასუხობენ კითხვებს. დავალება 2.
ინდივიდუალურად, ფორუმში.
ტექსტი ძუძუმწოვრებზე
აწვდის საკვანძო სიტყვებს და ტექსტს, უსვამს კითხვებს.

სემანტიზირება
სელექციური და დეტალური გაგება
მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს 3,4,5.
ინდივიდუალური
ფურცელი, კალამი
აძლევს მითითებებს და თვალყურს ადევნებს.


ვარჯიში
დეტალური გაგება
მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ დავალება 6, ჯგუფებში ავსებენ ცხრილს დავალება 7.
ინდივიდუალური.ჯგუფური
კალამი, ფურცელი, დაბეჭდილი ნაკლული ტექსტი, ცხრილი
მასწავლებელი  ნაკლულ თვალყურს ადევნებს მოსწავლეების მუშაობას, აძლევს მითითებებს.
ტრანსფერი

მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
ადგენენ დიალოგს და საუბრობენ თავიანთ ცხოველებზე.
დავალება 8.
წყვილებში
ცხოველების ფოტოები
აკვირდება, არის, თუ არა ყველა მოსწავლე ჩართული, საჭირო დროს ერთვება და მითითებებს აძლევს მათ.
დავალება 1.
ა)დააკვირდით სურათებს და აღნიშნეთ (), რომელია მათგან ძუძუმწოვარი?
ბ)კიდევ რომელი ძუძუმწოვრები იცით?დაასახელეთ.
       

  1--------------------------------------                  2-----------------------------------      3----------------------------------------          4----------------------------------------------

        

5------------------------------------------         6--------------------------------------     7-----------------------------------------          8-----------------------------------------
წაიკითხეთ და  დაიმახსოვრეთ.
იკვებება ---ჭამს
ბინადრობს-- - ცხოვრობს
ბალანი------თმა
მაკეობა--- დედის მუცელში შვილის ყოფნის დრო
ნაშიერი---ცხოველის შვილი
  დავალება 2. )წაიკითხეთ ტექსტი .
  ზოგიერთი ძუძუმწოვარი  ბინადრობს ხმელეთზე,ზოგი ზღვებსა და ოკეანეებში,ზოგიერთი -- ცაში. ზოგს თევზის ფორმა აქვს,ზოგს სხეული ბალნით აქვს დაფარული,ზოგს კი ბალანი საერთოდ არ აქვთ. ყველა ძუძუმწოვარი ფილტვებით სუნთქავს და ამისთვის ჰაერი სჭირდება.
 ცხოველი განვითარების სხვადასხვა ეტაპს :,,, და კვდება. ამ ეტაპების ერობლიობას სასიცოცხლო ციკლი ქვია.ძირითადად ძუძუმწოვრები მრავლდებიან წელიწადში ერთხელ,ზოგი წელიწადში რამდენერმე მრავლდება.
 მაგალითად, სპილოების  მაკეობის ხანგრძლივობა 628 დღემდე გრძელდება, შობენ  ერთ ნაშიერს, რომელსაც სპლიყვი ჰქვია.მის მასა 90 კგ-ია. სპილოები ცოცხლობენ 80 ელი. სპილო ხმელეთზე ბინადრობს და იკვებება მხოლოდ მცენარეებით. იგი ხმელეთის უდიდესი ცხოველია.
ბ)უპასუხეთ კითხვებს.
1)რის შესახებ არის ტექსტი?
2)სად ბინადრობენ ძუძუმწოვრები?
3)დაასახელეთ სასიცოცხლო ციკლის ეტაპები.
4)რომელ ძუძუმწოვარზეა საუბარი ტექსტში?   
დავალება 3. მიუწერე კი და არა
1.ძუძუმწოვრები მხოლოდ ხმელეთზე ბინადრობენ------------
2.ძუძუმწოვრები ფილტვებით სუნთქავენ.----------------
3.ცხოველების დაბადებას სასიცოცხლო ციკლი ჰქვია.------------
4.ხმელეთის უდიდესი  ცხოველი არის სპილო ----------
5.სპილო არის ძუძუმწოვარი ცხოველი.----------------
6. სპილო შობს რამდენიმე ნაშიერს.-----------
7.ყველა ძუძუმწოვარი ,,, და კვდება---------------------
დავალება 4. დააკავშირე.
წელიწადში                                          ციკლი
ფილტვებით                                         დაფარული
თევზის                                                ერთხელ
სასიცოცხლო                                        სუნთქავს 
 ბალნით                                                ფორმა
ჰქვია                                                   სპლიყვი
დავალება 5.დაალაგე თანმიმდევრობით :იცვლება, იბადება, კვდება, იზრდება, მრავლდება.
დააკვირდი:        ბინადრობს,   ხმელეთ--ზე, მიწა -ზე
                              ბინადრობს  ცა-ში, ზღვა-ში,ოკეანე-ში
დავალება 6. დაასრულე სიტყვები:
1.დელფინი ბინადრობს ზღვა-----------
2.ძაღლი ბინადრობს  მიწა------------
3.ვეშაპი ბინადრობს ოკეანე--------
4.ლომი ბინადრობს ხმელეთ--------
დავალება 7. ჩასვი გამოტოვებული სიტყვები: ბინადრობს, მაკეობა, ცოცხლობს, ჰქვია, იკვებება,ნაშიერს.
 სპილო უდიდესი ცხოველია და  ხმელეთზე----------------- .ის 80 წლამდე-----------------------. სპილოს ------------------- 628 დღე გრძელდება და შობს ერთ ----------------------,რომელსაც სპლიყვი----------------.სპილო   მცენარეებით  ------------------------.
დავალება 8.შეავსე ცხრილი ნიმუშის მიხედვით:
ცხოველი
შინაური/გარეული
ნაშიერი
ხმიანობა
ვირი
ძროხა
ცხვარი
ვეფხვი
ცხენი
შინაური
ჩოჩორი
ყროყინი
დავალება 9.
 ა)დაასახელეთ სურათებზე წარმოდგენილი ცხოველები.
ბ) დააკავშირეთ დედები და შვილები.
გ)დაუსვით ერთმანეთს კითხვები (მაგ.შენ რომელი ცხოველი გყავს? როგორი ცხოველია? შინაური?გარეული?ძუძუმწოვარი?  რას ჭამს?რა ჰქვია მის შვილს?რამდენ ნაშიერს შობს?რამდენ წელს ცოცხლობს?...)და შეადგინეთ დიალოგი.