Sunday, December 22, 2013

დღე 9

ტრენინგის  დასასრული,  ემოციური  დღე  ყველასთვის,  პრეზენტაციამდე  კიდევ  რამდენიმე  დავალება  გავაკეთეთ.  შევამოწმეთ  ჩვენი  პორტფოლიო  და  ბლოგზე  გადავიტანეთ.  შემდეგ  პრეზენტაცია  გავაკეთეთ,  სურათები  გადავიღეთ,  ჩვენმა  ძვირფასმა  ნათიამ  ,,დაგვასაჩუქრა"  სერტიფიკატებით. რომ  გენახათ,  რა  საყვარელი  იყო  დამშვიდობებისას,  ცრემლებს  ძლივს  იკავებდა.  დიდი  სითბოთი  და  სიყვარულით  დავემშვიდობეთ  ერთმანეთს.  ძალიან  მომენატრებით  გოგონებო  და  დიდი  წარმატებას  გისურვებთ.  მიყვარხართ  ყველა.  

Saturday, December 21, 2013

პროექტი ,,გზა ევროპისკენ"

დღე  8.
 21  დეკემბერი.  ტრენინგის  მერვე  დღე. უკვე  დასასრულისკენ  მიდის  ჩვენი  მუშაობა,  ამიტომაც  დღეს  განსაკუთრებულად  ბევრი  ვიმუშავეთ ( თუმცა  ბევრი  მუშაობა  არც  ადრე  გვაკლდა,  სხვა  ტრენინგებზე.  დღეს  ვაწარმოეთ  პორტფოლიოს  ჩეკლისტი, პროექტის  გეგმას გადავხედეთ,  ვიმუშავეთ  განმავითარებელ  შეფასებებზე, ფასილიტაციის  დოკუმენტზე.  საშინაო  დავალებაც  გვაქვს,  რა თქმა  უნდა,  დავასრულოთ  პროექტის  გეგმა  და  პრეზენტაცია,  გადავუგზავნოთ  ნათიას.  ხვალ  პრეზენტაციის  დღეა,  ვნახოთ,  რა  იქნება  ხვალ.

Sunday, December 15, 2013

დღე  7

დღეს  15  დეკემბერია,  ზამთრის  ერთ–ერთი სუსხიანი  დღე,  ისევ  ინტელის  ტრენინგზე  ვართ,  სადაც  ნათია  ჩვეული სითბოთი  და  მზრუნველობით  შეუდგა  ყავითა  და  ჩაით  მომსახურებას  და  შემდეგ  უკვე  აქტიურ  რეჟიმში  გადავიდა  მუშაობა.(  ხო,  მართლა,  კინაღამ  დამავიწყდა,  ,,ტრენინგის  კოლორიტების"  ნინოსა  და  ლეილას  პაექრობა,  რამაც  ძალიან  კარგ  ხასიათზე  დაგვაყენა  და  სუსხიანი  ზამთარი  დაგვავიწყა.......დროებით.  ბევრი  ვიმუშავეთ,  ჯერ  ,,ვიუერის"  სახელმძღვანელოში  მე–6  მოდულზე.  გავიხსენეთ  გარდნერის  ,,მრავალმხრივი  ინტელექტის  თეორია",  ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ  სწავლებაზე.  პროექტის  გეგმაში  შევავსეთ  დიფერენცირებული  სწავლების  ნაწილი. დავიწყეთ  მუშაობა  მოსწავლის  მხარდასაჭერ  დოკუმენტზე,  რაც  სახლში  მოგვეცა  დასასრულებლად.  საშინაო  დავალებად  ასევე  გვაქვს  მოვიტანოთ  პროექტისთვის  საჭირო  აქტივობები.(  ფურცელზე  დაწერილი).მოკლედ,  რაც  უფრო  კულმინაციისკენ  მიდის  ტრენინგი,  უფრო  დატვირთულია  და  საინტერესო.

Saturday, December 14, 2013

დღე  6
 ტრენინგის მეექვსე დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ არა მარტო წინა ტრენინგზე გაკეთებული, არამედ საერთოდ ყველა ტრენინგზე შექმნილი მასალა. აღმოჩნდა,რომ კარგად და პროდუქტიულად გვიმუშავია. შემდეგ, შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი ჩვენს პროექტთან დაკავშირებით. მე სლაიდებზე დავიტანე ეს დავალება. შვავსეთ გეგმის შემდეგი ნაბიჯიც.თანდათან პროექტის გეგმა სისრულეში მოგვყავს. ამის მერე ვისწავლეთ youtube – დან ვიდეოფაილის გადატანა ბლოგზე .როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც საინტერესო იყო. წარმატებებს ვუსურვებ  ჩემს  თანაჯგუფელებს.

21-ე საუკუნის პროექტი


დღე 6


Sunday, December 8, 2013

დღე  5
ისევ  ტრენინგი,  ისევ  იმედისმომცემი  სიტყვები  ჩვენი  საყვარელი  ტრენერის,  ზამთრის  ამ  სუსხიან  დღეს  სითბოთი  და  სიყვარულით  რომ  გვავსებს.....ცხელი  ყავისა  და  თბილი  სიტყვების  შემდეგ,  დავდექით  მუშაობის  განწყობაზე,  გავიმეორეთ  ის  მასალა,  რაც  ნასწავლი  გვქონდა,  ვიმუშავეთ  ციტირებულ  დოკუმენტებზე,  საავტორო  უფლების  მოპოვების  გზებზე,  მოვახდინეთ  საქაღალდის  ორგანიზება.  გავაკეთეთ  პრეზენტაციები  საპრეზენტაციო  პროგრამა  power-point-ში  და  ეს  პრეზენტაცია  გადავიტანეთ  ბლოგზე.  საკმაოდ  საინტერესო  ტრენინგი  იყო,  დავიღალეთ,  მაგრამ  ნათიასი  უფრო  მიკვირს,  ალბათ  არასოდეს  იღლება. ჯგუფი  ძალიან  კარგია,  მსიამოვნებს  ამ  სახეების  ნახვა  ყოველ  შაბათ–  კვირას.

დღე 5 - პროექტის გეგმის პრეზენტაცია


Saturday, December 7, 2013

დღე 4
კვლავ  ინტელის  ტრენინგზე  ვართ,  ისევ  ნათიას  იმედისმომცემი  სიტყვები, რომ  ყველაფერი  კარგად  იქნება  და  ჩვენი  პოზიტიური  განწყობაც.....ძალიან  შრომატევადი  ტრენინგი  იყო:  ვისწავლეთ,  როგორ  კეთდება  ბლოგზე  პოსტები  და  კომენტარები,  ვისწავლეთ  ბლოგზე  ჩანართების  გაკეთება,  ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმებზე,  შეფასებებზე.  გუგლ  დოკებში  გავაზიარეთ  რუბრიკა:    ვიცი,  მინდა  ვიცოდე,  ვისწავლე,  მართლაც  ძალიან  შრომატევადი  იყო,  დავიღალეთ...ძვირფასო  კოლეგებო,    წარმატებებს  გისურვებთ  ყველას.

Tuesday, December 3, 2013

დღე  3


1  დეკემბერია,  ტრენინგის  მესამე  დღე. რა თქმა  უნდა  ტრენინგი  ისევ  ისეთივე  მოტივაციის  შექმნით  დაიწყო  ნათიამ,  როგორც  სჩვევია,  გავიმეორეთ  წინა  ტრენინგებზე  ნასწავლი  მასალა.განვიხილეთ  ვიუერის  სახელმძღვანელოს  მეორე  მოდულის  სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკა,  ვნახეთ  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია,  რომელიც,  როგორც  ტრენერმა  გვითხრა,  დაგვეხმარება  სტანდარტების  განსაზღვრაში.  ვიმუშავეთ  გონებრივი  იერიშის  სქემაზე,  კერძოდ,  ზოგად,  თემატურ  და  შინაარსობრივ  კითხვებზე.  წყვილებში  კი  ვმუშაობდით  და  საკმაოდ  აქტიურადაც,  მაგრამ  აზრს  ვუზიარებდით  ერთმანეთს  და  ეს  თანამშრომლობა  ძალიან  საინტერესო  იყო,  ვთვლი  პოზიტიური  დღე  იყო,  დაღლილობის  მიუხედავად.  ტრენინგი  თანდათან  მომწონს  და  მიხარია  თანდათან  საინტერესო  რომ  ხდება  ჩემთვის.  
დღე 2
ტრენინგის  მეორე დღეს  ვიმუშავეთ ვიუერში პუბლიკაციებზე.თითქმის  ყველას  გვქონდა  საპროექტო  იდეა,  რაც  ითვალისწინებდა  ბროშურების  შექმნასაც.სახელმძღვანელო  ვიუერში  მოვძებნეთ  რესურსების  გვერდში  ბროშურების  შაბლონი,  ამის  მიხედვით  შევქმენით  ბროშურები. ტრენერმა  სახლში  გამოგვაყოლა  პატარა  დავალება, რომელიც  უნდა  შევასრულოთ.  

Sunday, November 24, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

24  ნოემბერს  მოვისმინეთ  Intel® Education Viewer ის  ტრენინგი,  ტრენერ  ნათია  მაისურაძის  მიერ,  ტრენინგის  დაწყებისას  ჯგუფს  ყველამ  წარვუდგინეთ  ჩვენი  თავი,  გავუზიარეთ,  რომელ  საგნებს  ვასწავლიდით  და,  ამავე  დროს,  ვისაუბრეთ  ჩვენი  ამ  კურსში  მონაწილეობის  მიზნებზე.
 ტრენერმა  დასაწყისში  განგვიმარტა,  რამდენად  ეფექტურია  აღნიშნული  ტრენინგი  მოსწავლეებთან  შემდგომი  მუშაობისთვის.  მან  ასევე  აღნიშნა,  რომ  მასწავლებლებს  ერთმანეთთან  მოგვიწევს  თანამშრომლობა,  იდეების  განხილვა  ტექნოლოგიების  სასწავლო  პროცესში  ჩართვასა  და  გამოყენებასთან  დაკავშირებით. პირველ  რიგში,  ჩვენი  პროექტის  პორტფოლიოს  ორგანიზების  მიზნით,  ტრენერის  ინსტრუქციის  მიხედვით,  შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე.  გადავხედეთ  პორტფოლიოს  სტრუქტურას,  რომელიც  შედგებოდა  შემდეგი  კომპონენტებისაგან:  სახელი,  გვარი;  კურსის  რესურსები;  მოსწავლის  ნიმუში,  სასწავლო  პროექტის  გეგმა;  სასწავლო  პროექტის  დამხმარე;  სურათები,  აუდიო  და  ვიდეო;  საავტორო  უფლებები;  შეფასებები.   ჩვენი  კომპიუტერის  სამუშაო  მაგიდაზე  შევქმენით  საქაღალდეების  ანალოგიური  სტრუქტურა.  შემდეგ,  გადავხედეთ  რესურსს  პორტფოლიოს  ჩეკლისტი,  რომელიც,  ტრენერის  თქმით,  დაგვეხმარება  ჩვენი  პროგრესის  შეფასებაში.  აღნიშნული  რესურსი  მოვათავსეთ  ჩანართის  ჯგუფში  შეფასებები.  ამის  შემდეგ,  ვნახეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი  და  მისი  შემადგენელი  ნაწილები,  რომლებიც  დეტალურადაა  აღწერილი  და  შევინახეთ  იგი  პორტფოლიოს  ქვესაქაღალდეში  სასწავლო  პროექტის  გეგმა.  შემდეგ  გადავედით  რესურსზე  პორტფოლიოს  რუბრიკის  განხილვა,რომელიც,  როგორც  ტრენერმა  აღნიშნა,  დაგვეხმარება  ზუსტად  გავერკვეთ  ჩვენს  მოლოდინში.  არნიშნული  რესურსი  მოვათავსეთ  ჩანართის  ჯგუფში  შეფასებები.  რუბრიკა  შევინახეთ  საქაღალდეში  კურსის  რესურსები.  გადავედით  პროექტზე  დაფუძნებული  ეფექტური  გაკვეთილის  მახასიათებლებზე,  რომელსაც  პროექტის    მახასიათებლების  ჩეკლისტი  ჰქვია.  ის  შევინახეთ  პორტფოლიოს  საქაღალდეში  სასწავლო  პროექტის  გეგმა.  შემდეგ,  გადავედით  აქტივობაზე–რეფლექსია.  გავხსენით  ტრენერის  მიერ  მოწოდებული  ბლოგი,  სადაც  შევქმენით  პოსტი  სათაურით  პირველი  მოდულის  რეფლექსია.  აქ  უნდა  შეგვეჯამებინა  პირველი  დღე.  პირველმა   მოდულმა  დამაფიქრა  ჩემს  როლზე  სასწავლო  ღონისძიებების  დაგეგმვის  პროცესში.                                                                                                                   
დღე 1.  დღეს  პირველი  დღეა  ჩემი  ინტელის  ტრენინგის  და  რაღაც  გაურკვევლობაში  ვარ,  რევოლუციაა  ჩემს  თავში,  თუმცა  უიმედოდ  არ  ვუყურებ  მომავალს.