Tuesday, June 19, 2018

გაკვეთილების გეგმები


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კვინიკაძე
თემა: ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან ,,ჰელადოს“( იანგული).
ჯგუფი / დონე: _მე-9 კლასი, მე-7 დონე
(გაკვეთილის) გლობალური მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მოთხრობის წაკითხვა,გაანალიზება და გაგება(ევროჩარჩოსთან შედარება და
მონიშვნა) ენის ფლობის A2 დონე ( შემსწავლელს შეუძლია მისთვის საინტერესო ან საყოფაცხოვრებო თემებზე თხრობითი ხასიათის მცირე ზომის,მარტივი მხატვრული ტექსტის შინაარსის გაგება,თუ ტექსტს მკაფიო და ლოგიკური სტრუქტურა აქვს.
ე.ს.გ.
ქ. მ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული მხატვრული ტექსტის (მოთხრობა, ნოველა, იგავ-არაკი) გაგება და გაანალიზება.
·           სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
·           განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;

ქ.მ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული და მხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
·           ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და განმარტავს მათ ფუნქციას ტექსტში (შედარება, მეტაფორა, ეპითეტი);
·           შესაბამის მწკრივის ფორმაზე (წყვეტილი/უწყვეტელი) დაყრდნობით განარჩევს შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას წარსულში (მოქმედების პროცესი და შედეგი, განმეორებადობა, სიხშირე).

ქ.მ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის ხმამაღლა კითხვა.
·           წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
·           შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრს და სიმაღლეს;
·           კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
·           მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

დრო
ფაზა
აქტივობის მიზანი
შემსწავლელთა აქტივობა
მუშაობის სოციალური ფორმები
სასწავლო მასალა, მედიები, დამხმარე საშუალებები
მასწავლებლის აქტივობა

გამოწვევა
წინარე ცოდნის გააქტიურება; ვარაუდების გამოთქმა.
მოსწავლეები პასუხობენ კითხვას : რა იცით ნოდარ დუმბაძის შესახებ;
აკვირდებიან სურათებს და გამოთქვამენ ვარაუდებს შავმაისურიანი ბიჭის შესახებ. გვ.37 დავ.3


ფორუმი
სახელმძღვანელო,დაფა
მასწავლებელი წარმართავს აქტივობას,დაფაზე წერს გამოთქმულ ვარაუდებს.











პრეზენტაცია
ტექსტის გლობალური გაგების მიზნით ტექსტის წაკითხვა და ვარაუდების გადამოწმება; კითხვებზე პასუხის გაცემა.
მოსწავლეები ვარაუდების გადამოწმების შემდეგ პასუხობენ კითხვებს: რვეულის დავ. გვ.112 დავ.4.
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,რვეული,კალამი.
მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში აძლევს მითითებებს,აკვირდება დავალების შესრულებას

სემანტიზირება
წაკითხული ტექსტის სელექციური და დეტალური გაგება.
შემსწავლელები ტექსტზე დაყრდნობით ასრულებენ დავალებებს: რვეულის გვ.112 დავ.5(სელექციური გაგება), გვ.113,დავ.6 (დეტალური გაგება)
გვ. 114.დავ. 1. წიგნის დავ.გვ.37.დავ.4.(დეტალური გაგება).
რვეულის გვ.117.დავ.4.
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,რვეული,კალამი
მასწავლებელი აკვირდება სამუშაო პროცესს,აცნობს პირობას და აკვირდება დავალების შესრულებას.






გავარჯიშება
მიღებული ცოდნის აქტივაცია
შემსწავლელები ასრულებენ რვეულის დავალებას გვ.115 დავ.6.
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,რვეული,კალამი
მასწავლებელი აცნობს დავალების პირობას და საჭიროებისამებრ აძლებს განმარტებებს.





ტრანსფერი
მიღებული ცოდნის ავთენტურ სიტუაციაში გამოყენება
შემსწავლელები კითხულობენ ტექსტს ,,ჯემალი“ და ასრულებენ მსგავსი ტიპის დავალებებს
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,რვეული,კალამი
მასწავლებელი აძლევს მითითებებს,რაზე უნდაგაამახვილონ ყურადღება ტექსტის კითხვის დროს.

დავალებები ფაზების მიხედვით:

1.    გამოწვევის ფაზის დავალებები: ( წინარე ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების გამოთქმა)
დააკვირდით სურათებს და აღწერე.ისაუბრე სურათებზე გამოსახული შავმაისურიანი ბიჭის შესახებ.
ა) აღწერე მისი გარეგნობა.
ბ) ისაუბრე მისი ოჯახისა და სახლ-კარის შეასებ;
გ) რას აკეთებს ის თითოეულ სურათზე;
დ) სურათების მიხედვით,ისაუბრე მისი ხასიათისა და თვისებების შესახებ.

2.    პრეზენტაციის ფაზა. დავალებები( ვარაუდების გადამოწმება, გლობალური გაგება)
წაიკითხე და უპასუხე შეკითხვებს:
ა) რა ჰქვია მოთხრობას?
ბ) ვინ არის ავტორი?
გ) რა არის პირველი ნაწყვეტის სათაური?
დ) ვის შესახებ არის ეს ნაწყვეტი?

3.    სემანტიზირების ფაზის დავალებები( სელექციური გაგება
წაიკითხე და მიუთითე, რომელ აბზაცშია აღწერილი:
ა) იანგულის გარეგნობა და თვისებები__________________________________-
ბ) იანგულის სახლ-კარი______________________________________
გ) მისი ოჯახის საქმიანობა_______________________________________
დ) იანგულის საქმიანობა და ქცევები__________________________________


მოძებნე პასუხები ტექსტში და მიუწერე(დეტალური გაგება)
 ა. რა გვარის იყო იანგული?_______________________________________
ბ. რა ერქვა იანგულის მამას?_______________________________________
გ. სადაური იყო იანგული? ________________________________________
დ) რა ეროვნების იყო ის? _________________________________________
ე. რომელ ბიჭებს ეშინოდათ მისი?__________________________________
ვ. რატომ ეშინოდათ ბიჭებს მისი?___________________________________
ზ. როგორ დადიოდა ზამთარ-ზაფხულ იანგული?_____________________

მოცემული წინადადებები შეცვალე ნიმუშის მიხედვით და წაიკითხე(დეტალური გაგება).

ის ნაფოტივით თხელი იყო.                              ის ისეთი თხელი იყო, როგორც ნაფოტი.
ა. მას ნახშირივით შავი თვალები ჰქონდა
ბ. ის კატასავით სწრაფი იყო
                  გ. მას მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა                              
                  დ. ის კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი იყო                                

            მოძებნე ტექსტში წინადადებები,სადაც მოცემულია არაერთხელ შესრულებული მოქმედება და წაიკითხე.( სელექციური გაგება).


სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.

ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა. რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა, უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე.
უბნის ყოჩი იყო თოთხმეტი წლის იანგული.

როგორია შენი აზრით იანგული?ჩამოთვლილი თვისებებიდან მონიშნე შესაბამისი და დაასაბუთე ტექსტის მიხედვით.მოიყვანე შესაბამისი ადგილი ტექსტიდან.(დეტალური გაგება)

როგორია                                                              რას აკეთებს?

1.      ბეჯითი
2.      ჩხუბისთავი
3.      მზრუნველი
4.      უსაქმური
5.      ზარმაცი
6.      მეგობრული
7.      საქმიანი
8.      მოძალადე

გაიხსენე ტექსტი,წაიკითხე წინადადებები და შემოხაზე სწორი ინფორმაცია.გაასწორე მცდარი წინადადებები და წაიკითხე.(დეტალური გაგება)

1.      იანგული სოხუმის ბაზრის გვერდით ცხოვრობდა,
2.      მას დედა არ ახსოვდა;
3.      სახლს უზარმაზარი ბოსტანი ჰქონდა;
4.      იანგული მამასთან ერთად ვაჭრობდა;
5.      მისი საყვარელი ადგილი რკინიგზის გადასასვლელი იყო;
6.      იანგული უბნის ბიჭების დამცველი იყო;
7.      ის წართმეულ ნითებს ძვირად ყიდდა;
8.      იანგული ხშირად აგებდა და სახლში ჯიბეცარიელი ბრუნდებოდა.

1___________________________________________________________________
2___________________________________________________________________
3____________________________________________________________________
4___________________________________________________________________-








რეფლექსია მე-9  კლასში ჩატარებულ  გაკვეთილზე

მე-9 კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოს“.აღნიშნული მოთხრობიდან ნაწყვეტი (იანგული). კლასში იყო ყველა (4)  მოსწავლე. ჩემი გაკვეთილის გლობალური მიზანი იყო: მოსწავლემ შეძლოს მოთხრობის წაკითხვა,გაანალიზება და გაგება.
(ევროჩარჩოსთან შედარება და მონიშვნა) ენის ფლობის A2 დონე ( შემსწავლელს შეუძლია მისთვის საინტერესო ან საყოფაცხოვრებო თემებზე თხრობითი ხასიათის მცირე ზომის,მარტივი მხატვრული ტექსტის შინაარსის გაგება,თუ ტექსტს მკაფიო და ლოგიკური სტრუქტურა აქვს.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები თვალსაჩინოების სახით,ასევე წინასწარ გავაცანი შეფასების კრიტერიუმები,რათა არ დაკარგულიყო დრო არასაგაკვეთილო აქტივობებზე და განმავითარებელი შეფასება ყოფილიყო ვალიდური და გამჭვირვალე.
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი,წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს,მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა იცოდნენ ნოდარ დუმბაძის შესახებ. მათ აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტში ჰქონდათ მოძიებული. შემდეგ პროვოცირების მიზნით გამოწვევის ფაზაში გამოვიყენე ვარაუდების გამოთქმის მეთოდი, სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტომასალას უნდა დაკვირვებოდნენ მოსწავლეები და ესაუბრათ შავმაისურიანი ბიჭის შესახებ. შესაბამისად,დაფაზე ვწერდი მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. ვარაუდების გადამოწმებისა და ტექსტის გლობალური გაგების მიზნით,მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი,აღმოჩნდა, რომ მათი ვარაუდები დაემთხვა ნაწილობრივ, ვაკვირდებოდი,რამდენად სწორად ადარებდნენ მათ მიერ ნავარაუდევ და ტექსტში მოცემულ ინფორმაციას ერთმანეთს. თუმცა აქ გამოიკვეთა ერთი რამ,სიტყვები: კაჟივით, ნახშირივით, ნაფოტივით, ბეჭი, ფრაზები ,,შიშის ზარს სცემდა’’, ,,გარეთ იყო გადებული“ გაუჭირდათ მოსწავლეებს და ჩემი დახმარება გახდა საჭირო.
ტექსტის გაცნობის შემდეგ,შეასრულეს დავალებები. კერძოდ,ტექსტის გლობალური გაგების მიზნით მათ მივეცი რამდენიმე შკითხვა ტექსტიდან,რასაც თავი კარგად გაართვეს. მას შემდეგ,რაც დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებმა იციან რაზეა მოცემულ ნაწყვეტში საუბარი,გადავედი უფრო რთულ დავალებაზე,ანუ აქ უკვე ამ აქტივობების მიზანი სელექციური და დეტალური გაგება იყო. დავალების ის ნაწილი,სადაც ზემოთ აღნიშნული სიტყვები იყო მოცემული, შეასრულეს, თუმცა  ჩემი დახმარებით.
რაც შეეხება ვარჯიშის ფაზის დავალებებს,ჩემი ინსტრუქციის შემდეგ,კარგად გაართვეს თავი. გაკვეთილზე გეგმის მოდიფიცირება დამჭირდა,ანუ, ტრანსფერის ფაზის დავალება,სადაც უნდა აღეწერათ იანგულის გარეგნობა და ხასიათი, საშინაო დავალებად მივეცი,ვინაიდან ამას გაკვეთილზე ვერ მოვასწრებდით.     
      
   გაკვეთილის  ხარვეზად  მივიჩნევ  იმას,  რომ  მოსწავლეებს ხშირად არ ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას, რამაც,ვთვლი, რომ მათ მოტივაციაზე არცთუ დადებითად იმოქმედა, ასევე მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასებისათვის ნაკლები დრო დამრჩა, რადგან გეგმით გათვალისწინებულზე მეტი დრო წაიღო სხვადასხვა  აქტივობებმა. ვთვლი, რომ აქტივობებიც,ერთი გაკვეთილისთვის ბევრი იყო, უნდა გამეთვალისწინებინა მათი მზაობა და მოსალოდნელი რისკები გამეთვალა. კარგი იქნებოდა სიტყვები, რომლებიც ვერ გაიგეს მოსწავლეებმა  თვალსაჩინოების სახით მეჩვენებინა და ასე,ვფიქრობ გაუადვილდებოდათ გაგება. ვთვლი,კარგი იქნებოდა ლექსიკონის გამოყენებაც. მომავლისთვის მიწევს გავითვალისწინო, რომ  გაკვეთილის დაგეგმვის დროს,შევარჩიო ცოტა ნაკლები დავალებები,რათა მსგავსი პრობლემა აღარ გამოიკვეთოს,ასევე,აღნიშნულმა გაკვეთილმა მაჩვენა, რომ განმავითარებელი შეფასების არ მიცემა მოტივაციას უკარგავს მოსწავლეებს, გავითვალისწინებ, რომ საგაკვეთილო დრო ისე გავანაწილო,განმსაზღვრელი შეფასება გაკვეთილზევე მივცე მოსწავლეს და არა გაკვეთილის დამთავრების შემდეგ.

პედაგოგი- თამარ  კვინიკაძე


No comments:

Post a Comment