გაკვეთილის თემა
|
ძალადობა -ბულინგი
|
სასწავლო საფეხური
|
საშუალო - X კლასი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი,სოფელ
კარწახის საჯარო სკოლა
|
საგანი
პედაგოგი
|
ქართული ენა
თამარ კვინიკაძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
7 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
|
და მოსწავლეები გაეცნობიან ძალადობის
სახეებს. გაიაზრებენ,რა კავშირია ძალადობის გამომწვევ მიზეზებს,მოქმედებასა და
შედეგებს შორის, გაერკვევიან,როგორ დაიცვან თავი ნებისმიერი სახის
ძალადობისაგან, შეძლებენ გააცნობიერონ ძალადობის მსხვერპლთა პრობლემები,
ჩამოუყალიბდებათ ემპათიის უნარი. მოსწავლე მსჯელობს ურთიერთდამოკიდებულებაზე
ადამიანსა და საზოგადოებას შორის, საუბრობს ადამიანურ ღირსებაზე,მოჰყავს
მაგალითები ცხოვრებიდან ღირსების შელახვისა და დაცვის შესახებ.
მ
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
აიმსჯელებენ ძალადობის შესახებ,
მსჯელობენ მოზარდებს შორის ძალადობის უარყოფით შედეგებზე, აცნობიერებენ თავიანთ
და საზოგადოების როლს ძალადობის აღმოფხვრის საქმეში,გაიგებენ ,რა სახის
ღონისძიების გატარება შეიძლება ძალადობის შემთხვევაში. აკეთებენ დასკვნას, თუ რა
შეიძლება გაკეთდეს როგორც სასკოლო,ისე არასასკოლო საზოგადოების მიერ ბულინგის
პრობლემის გადასაჭრელად. მოქ. 10
ü
|
წინასწარი ცოდნა
|
განვლილი საგაკვეთილო მასალიდან
მოსწავლეებმა იციან ძალადობის სახეებისა და ფორმების შესახებ.
მათ შეუძლიათ ძალადობის გარჩევა ინციდენტის, კონფლიქტების,თუნდაც
ბავშვური სიცელქისაგან.
|
სასწავლო რესურსი
|
სასწავლო და დამხმარე
სახელმძღვანელოები. სამუშაო რვეული,
ფლიქჩარტი, საწერი საშუალებები, კომპიუტერი,
პროექტორი, ვიდეოფილმი მოზარდებს
შორის ძალადობაზე.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ( მოსწავლეთა დასწრება )
2წთ.
I -ფაზა - გაკვეთილის შესავალი
ნაწილი 8წთ.
გამოწვევა - მოცემულ
საკითხზე მოსწავლეთა ცოდნის
გააქტიურება.
კლასს ვაცნობ გაკვეთილის
მიზნებს, გონებრივი იერიშით ვადგენთ
ასოციაციურ რუკას, რა არის ძალადობა?მოსწავლეები
ჩამოთვლიან ძალადობის სახეებს და ფორმებს, რაც ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის
დადგენას.
შემდეგ წარვმართავთ დისკუსიას.
სადისკუსიო კითხვები: გაიხსენეთ
სიტუაციები თქვენი ნაცნობ - მეგობრების შესახებ,
რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი
გახდნენ.
ვაჩვენებ ვიდეო ფილმს ძალადობის შესახებ.
კითხვები:
1) რა გრძნობები გამოიწვია ფილმმა თქვენში?
2) რა ისწავლეთ ფილმიდან?
3)დაწერეთ კითხვები, რომელის ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდათ.
II -ფაზა
- გაკვეთილის ძირითადი ნაწილი . 15წთ.
სიღრმისეული წვდომა,
ვატარებ მინი ლექციას ბულინგის შესახებ, აქცენტს ვაკეთებ იმ ფაქტზე, რომ ბულინგი მრავალჯერადი
ქმედებითაა გამოწვეული, რაც კანონით არ ისჯება. ბულინგი დაშინებისა და
დამორჩილების მიზნით არის გამოწვეული. ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეიძლება გახდეს
ბულინგის მსხვერპლი ან ინიციატორი.
მინი ლექციის ბოლოს პასუხს ვცემ იმ
კითხვებს, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ გაუჩნდათ მოსწავლეებს.
ვატარებ ჯგუფურ მუშაობას,კლასი იყოფა 2 ჯგუფად.
დავალებები ჯგუფისათვის შემდეგნაირია:
დაწერონ თავიანთი მოსაზრებები მიწოდებული თემების შესახებ.
1 ჯგუფი: რატომ ძალადობენ ადამიანები?
2 ჯგუფი: როგორი თვისებების მქონე მოზარდი შეიძლება გახდეს
მოძალადე?მსხვერპლი?
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გააკეთებს პრეზენტაციას აღნიშნულ საკითხზე.
ბოლოს წარვმართავ დისკუსიას,სადაც განვიხილავთ საკითხს: როგორ
შეიძლება დავიცვათ თავი ძალადობისაგან.
III - ფაზა - გაკვეთილის
დასკვნითი ნაწილი -
15 წთ. შეჯამება.
ვაკეთებთ სქემას: ვიცოდი- გავიგე
- მინდა ვიცოდე.
მასწავლებელი მოსწავლეების კარნახით ავსებს სქემას: თუ რა იცოდნენ,
რა გაიგეს და რა უნდათ იცოდნენ.
საშინაო დავალება - 2 წთ.
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია და დაწერონ თემა: შიძლება თუ
არა ძალადობა იყოს აღზრდის მეთოდი?
შეფასება -3 წთ (მოსწავლეებს ვაფასებ
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით).
|
Wednesday, June 13, 2018
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment