Friday, June 30, 2017

ტესტები

საგამოცდო ტესტები 1. გაეცანით ქვემოთ მოცემულ ტექსტებს და აღნიშნეთ რომელია? ა) გამარჯობა დედა! როგორ ხარ? მამა როგორ არის? მომიკითხე. დიდი ხანია არ ვყოფილვარ თქვენთან და მომენატრეთ. როგორი ამინდებია მანდეთ? აქ თოვს და ყინავს,თუმცა, იმედია გაზაფხული თავისას იზამს და დათბება. მინდა ახალი ამბავი გითხრათ, მე გავიმარჯვე კონკურსში, საუკეთესო ოლიმპიელი და ზაფხულში ამერიკაში მივემგზავრები. ძალიან მიხარია. ახლა დაგემშვიდობებით,ნახვამდის. ნინო 2016 წლის 27 მარტი ბ) სახელი- ზურა გვარი- მანაგაძე მისამართი- ქალაქი თბილისი ტელეფონის ნომერი- 599002786 ელექტრონული ფოსტა- zuramanagadze@gmail.com მოქალაქეობა- საქართველოს მოქალაქე გ) ქ. თბილისის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორს. ქ-ნ ნინა გიორგაძეს. ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ია იაძის .................................................. გთხოვთ, ხვალ 18 თებერვალს, გამათავისუფლოთ გაკვეთილებიდან ოჯახური პირობების გამო და გაცდენილი გაკვეთილები ჩამითვალოთ საპატიოდ. განმც. ი.იაძე 17/II/17 წ. დ) ...................... ეძლევა ლია გოგუაძეს მასზედ, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს კასპირ რაიონის სოფელ გრაკალში მეუღლესთან ნოდარ ლომიძესთან ერთად. ...............ეძლევა საჭიროებისამებრ წარსადგენად. 29 მარტი 2017 წელი განცადება; ცნობა; ანკეტა; წერილი. 2. რომელი წინადადებაა გამოტოვებული ტექსტში? კანინმორჩილი ადამიანები საგზაო მოძრაობის წესს არ არღვევენ,---------------------------------------------------. ისინი მოძრაობენ ფრთილად, ზრუნავენ თავიანთ და მის გარშემომყოფების სიცოცხლეზე. ა) ამის გამო ხშირად აქვთ პრობლემები პატრულთან; ბ) თუმცა ბევრი ადამიანი მგზავრობს მანქანით; გ) ქალაქში ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა; დ) ამიტომაც არა აქვთ პრობლემები პატრულთან. 3. წაიკითხეთ განცადება. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში ტარდება კონკურსი ,,საუკეთესო სამზარეულო“, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხის სამზარეულო. საუკეთესო მზარეული დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით თბილისის მერია რა მიზნით ტარდება კონკურსი? ა) კონკურსში მონაწილეობის მსურველების დასადგენად; ბ) ფასიანი საჩუქრების გადასაცემად; გ) თბილისობის საზეიმოდ აღსანიშნავად; დ) საუკეთესო სამზარეულოს გამოსავლენად; 4. სად მიმდინარეობს საუბარი? _ ძლივს მოვუსწარი, ცოტაც და დამაგვიანდებოდა. _ კიდევ იქნება, ოღონდ უფრო გვიან. __მალე მინდა სახლში მივიდე, მელოდებიან. __ რამდენი გაჩერება დარჩა? __ისევ 80 თეთრი ღირს არა მგზავრობა? ___დიახ. __ აქ ჩავდივარ, თქვენიც გადახდილია,აღარ გადაიხადოთ. __მადლობთ! ა) ქუჩაში; ბ) მეტროში; გ) სამარშუტო ტაქსში; დ) კინოთეატრში 5. შეადარეთ ორი ტექსტი ერთმანეთს, გაარკვიეთ რომელი ინფორმაციაა საერთო ორივე ტექსტისთვის. ა) ,,კომედი შოუ“ გასართობი გადაცემაა, რომელიც გადის ყოველ კვირას, საღამოს 8 საათზე, აქ შევდებით კომედი შოუს მსახიობებს სხვადასხვა სკეჩებით, მისი მიზანია გაართოს ადამიანები სხვადასხვა სიტუაციის განსახიერებით. ბ) ყოველ შაბათს ტელევიზიით გადის გადაცემა ,,იღბლიანი ბორბალი“. აქ გარდა იმისა, რომ ადამიანები მოდიან იღბლის გამოსაცდელად, მიდიან პრიზებითაც. ერთგვარად გასართობია ეს გადაცემა, ვინაიდან ბევრს ხუმრობენ და ართობენ ხალხს, ა) ორივე გადაცემა ეძღვნება კინოს ისტორიას; ბ) ორივე გადაცემა ლიტერატურულია; გ) ორივე გადაცემა გასართობი ხასიათისაა; დ) ორივე გადაცემა შემეცნებითი ხასიათისაა. 6. რომელი არ არის ანტონიმი? ა) კარგი- ცუდი; ბ) მაღალი-დაბალი; გ) ზრდილობიანი- თავაზიანი; დ) მამაცი- ვაჟკაცი. 7. რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა? ა) ბავშვებმა ყუთები სათითაოდ გაიტანეს; ბ) მგელები შემოეჩვივნენ სოფელს; გ) უსუნოს ყვავილს ყველა უყურებდა; დ) ლამაზ გოგომ მოხიბლა ადამიანები. 8. დააჯგუფე ზმნები ; აწმყო; უწყვეტელი; მყოფადი; აწმყოს კავშირებითი. კითხულობს აკეთებს უყვარდა დაფრინავდა დაინახავს გააკეთოს ჭამა შევიდეს მიდის ანათებდა გადაიღო მოაკლდება ამბობს იტირებს შეჭამს წერდა წაიკითხავს მიდიოდა წავალთ ვამბობდით გაალამაზოს ადგეს შეჭამოს თქვა გაიღვიძებს გამორთო დაანთებს იბანავა იყინებოდა

No comments:

Post a Comment