24 ნოემბერს მოვისმინეთ Intel® Education Viewer ის ტრენინგი, ტრენერ ნათია მაისურაძის მიერ, ტრენინგის დაწყებისას ჯგუფს ყველამ წარვუდგინეთ ჩვენი თავი, გავუზიარეთ, რომელ საგნებს ვასწავლიდით და, ამავე დროს, ვისაუბრეთ ჩვენი ამ კურსში მონაწილეობის მიზნებზე.
ტრენერმა დასაწყისში განგვიმარტა, რამდენად ეფექტურია აღნიშნული ტრენინგი მოსწავლეებთან შემდგომი მუშაობისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლებს ერთმანეთთან მოგვიწევს თანამშრომლობა, იდეების განხილვა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენი პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით, ტრენერის ინსტრუქციის მიხედვით, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე. გადავხედეთ პორტფოლიოს სტრუქტურას, რომელიც შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისაგან: სახელი, გვარი; კურსის რესურსები; მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა; სასწავლო პროექტის დამხმარე; სურათები, აუდიო და ვიდეო; საავტორო უფლებები; შეფასებები. ჩვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საქაღალდეების ანალოგიური სტრუქტურა. შემდეგ, გადავხედეთ რესურსს პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელიც, ტრენერის თქმით, დაგვეხმარება ჩვენი პროგრესის შეფასებაში. აღნიშნული რესურსი მოვათავსეთ ჩანართის ჯგუფში შეფასებები. ამის შემდეგ, ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი და მისი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი და შევინახეთ იგი პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმა. შემდეგ გადავედით რესურსზე პორტფოლიოს რუბრიკის განხილვა,რომელიც, როგორც ტრენერმა აღნიშნა, დაგვეხმარება ზუსტად გავერკვეთ ჩვენს მოლოდინში. არნიშნული რესურსი მოვათავსეთ ჩანართის ჯგუფში შეფასებები. რუბრიკა შევინახეთ საქაღალდეში კურსის რესურსები. გადავედით პროექტზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილის მახასიათებლებზე, რომელსაც პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი ჰქვია. ის შევინახეთ პორტფოლიოს საქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმა. შემდეგ, გადავედით აქტივობაზე–რეფლექსია. გავხსენით ტრენერის მიერ მოწოდებული ბლოგი, სადაც შევქმენით პოსტი სათაურით პირველი მოდულის რეფლექსია. აქ უნდა შეგვეჯამებინა პირველი დღე. პირველმა მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

kargia tamoooo
ReplyDeleteგაიხარეეეეეეეეეეე
Delete